მარლენ ოსიყმაშვილი: კურტანიძის გამო თვალი ამომეთხარა მარლენ ოსიყმაშვილი: კურტანიძის გამო თვალი ამომეთხარა />


  12:33:57     31-01-2013

მარლენ ოსიყმაშვილი: კურტანიძის გამო თვალი ამომეთხარა

a23310.jpg

ლუკა კურტანიძეს, რომელიც ჯერ კიდევ არჩევნებამდე იყო მხილებული კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში "ოცნებამ" მუშტი-კრივითა და შანტაჟით ოპონენტებთან ანგარიშწორება დაუფასა. მეტიც, შს მინისტრს საერთოდ დაავიწყდა ის კადრები, რომელიც კურტანიძის დანაშაულებრივ ქმედებებს ასახავდა და სოციალური ქსელებითა თუ მედიასაშუალებებით უხვად ვრცელდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა "რებრენდირებულ" პოლიციაში ლუკა კურტანიძეს ადგილიც გამოუძებნა და ის პოლიციის აკადემიის პრორექტორად დანიშნა.

შსს-ს ჩინოვნიკმა გუშინ ფედერაციაში მორიგი მუშტი-კრივი მოაწყო და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ თემურ ყაზარაშვილს ფიზიკურად გაუსწორდა. კანონით მედიასაშუალებებში გაჟღერებული დანაშაული საკმარისი საფუძველია სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და მოკვლევის დაწყების, თუმცა, საკუთარ რიგებში მიწვეულ კურტანიძეს ღარიბაშვილი ალბათ არ დასჯის, რადგან გამარჯვებულ "მეოცნებეებს" ყველაფერი ეპატიებათ, ახლა ხომ ძალოვანები 5 წლის წინანდელი საქმეების ქექვით არიან დაკავებული და აცხადებენ, რომ ეს ხალხის არჩევანია... 

შსს-ს პრესცენტრი აცხადებს, რომ გუშინ ფედერაციაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში ოფიციალური განცხადება არ შესულა.

როგორც „პრესა.ჯი“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა უთხრა, სამინისტროსთვის ფედერაციიდან ამ დრომდე არავის მოუმართავს.

ნინო გიორგობიანი: ოფიციალურად არ მოუმართავს ამ დრომდე არავის.  როგორც ვიცი ლუკა კურტანიძე აღნიშნულ საკითხზე პირველ საათზე გააკეთებს კომენტარს. თუ ჭიდაობის ფედერაციის დაზარალებული პირი მოგვმართავს განცხადებით,  შესაბამისად ვიმოქმედებთ, შსს-სთვის თემურ ყაზარაშვილს არ მოუმართავს.

მოკლედ მომხდარის საქმის კურსში რომ არის ამას შსს არ უარყოფს, მაგრამ როგორც ჩანს, რებრენდირებული პოლიცია სხვა კანონებით ხელმძღვანელობს...

გუშინ, ლუკა კურტანიძის კაბინეტში მომხდარ ინციდენტს, როდესაც კურტანიძემ ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ, თემურ ყაზარაშვილსა და ფედერაციის სხვა წევრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ჭიდაობის ფედერაციის წევრების განცხადებით, უამრავი მოწმე ჰყავს. 

ამ წუთებში ფედერაციაში ვეტერანი და მოქმედი მწვრთნელები ასევე, ფედერაციის სხვა წარმომადგენლები იკრიბებიან. როგორც ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა თემურ ყაზარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, შეიკრიბებიან მწვრთნელები, სპორტსმენები და ლუკა კურტანიძის საკითხს ისინი გადაწყვეტენ.

„ეს საკითხი მხოლოდ ერთი ადამიანის ან მხოლოდ ფედერაციის პრეზიდიუმის გადასაწყვეტი არ არის“,- განაცხადა ყაზარაშვილმა. ჭიდაობის ფედერაციაში ასევე იმყოფება მარლენ ოსიყმაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ  სამი წლის წინ მხედველობა ლუკა კურტანიძის მიზეზით დაკარგა.

„ერთხელ მაგის მიზეზით თვალი ამომეთხარა, არ გავახმიანე იმიტომ, რომ კოლექტივის სირცხვილია-მეთქი. ახლა კი ვაცხადებ, რომ ჩემი დაბრმავება ლუკა კურტანიძის ბრალი იყო“,- განაცხადა ოსიყმაშვილმა.

0

ავტორი: