რატომ შეუკერეს საქმე კეზერაშვილს? რატომ შეუკერეს საქმე კეზერაშვილს? />


  20:04:01     30-01-2013

რატომ შეუკერეს საქმე კეზერაშვილს?

a23302.jpg

თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ბრალი წაუყენეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ამტკიცებს, რომ კეზერაშვილმა, სხვადასხვა დროს, ეთილის სპირტის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ლობირების სანაცვლოდ, 12 მილიონი დოლარი აიღო. 

ფინანსთა სამინისტრო ირწმუნება, რომ ამ სქემით სახელმწიფო ბიუჯეტმა 49 მილიონ ლარამდე იზარალა. ჯერჯერობით უცნობია დავით კეზერაშვილის პოზიცია, მის მიმართ წაყენებულ ბრალდებასთან დაკავშირებით.

თუმცა, გამორიცხული არაა, რომ საქმე ეხებოდეს ივანიშვილის ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მორიგ შურისძიებასა და პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დევნას. 

კეზერაშვილის ახლობელთა განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლების მიზანია ხელში ჩაიგდოს "გალფი", რომელიც დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა და სადაც ასეულობით ადამიანია დასაქმებული. 

კეზერაშვილის ახლობელთა განცხადებით, თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ივანიშვილის ხელისუფლებამ საქართველოში არსებული ბიზნესების, მათ შორის "გალფის" დათმობა მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი, საქმე შეკერა და ბრალი წაუყენა. მათი ინფორმაციით, კეზერაშვილის წინააღმდეგ "საქმის შეკერვაში" ფიგურირებს ხუხაშვილის პირად თანაშემწედ ქცეული მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით ჩხატარაშვილიც. 

P.S: საინტერესო დეტალი: ფინანსთა სამინისტროში კეზერაშვილის შესახებ ჩატარებულ ბრიფინგზე ტელეკომპანია "იმედისა" და ივანიშვილის ხელისუფლების ალიანსის თვალსაჩინო მაგალითი დაფიქსირდა.

ბრიფინგი "იმედისა" და პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. დასრულების შემდეგ კი, ტელეკომპანიამ ეთერში გაუშვა წინასწარ მომზადებული (ჩაწერილი) კომენტარები. "იმედს", კომენტარები ჯერ კიდევ ბრიფინგამდე ჰქონდა ჩაწერილი და გაჟღერებული დოკუმენტებისა და თემის შესახებ წინასწარ იცოდა. 

0

ავტორი: