17:09:33     30-01-2013
მოროშკინამ პატიმრებისთვის საქმის ჩაწყობის მცდელობა აღიარა

სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი ლალი მოროშკინა სასამართლოში საქმის ჩაწყობას ცდილობდა, რაც მას 2500 ლარიან ჯარიმად დაუჯდა.
უზენაესი სასამრტლოს ინფორმაციით, 2013 წლის 29 იანვარს, მცხეთის რაიონულ სასამართლოში განხილული იქნა საქმის მასალები მოსამართლესთან კომუნიკაცის წესის დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით.
საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე სასამართლომ საჯარო მოსამსახურე ლალი მაროშკინას მიერ მოსამართლესთან 2013 წლის 24 იანვარს 23:31 საათზე განხორციელებული სატელეფონო საუბარი (რომელიც შეეხებოდა კონკრეტული პირების მიმართ ამნისტიის აქტის დაჩქარებით განხორციელების მითითებას) ცნო მოსამართლეთან კომუნიკაციის წესის დამრღვევად და შესაბამისად საჯარო მოსამსახურე ლალი მოროშკინა დააჯარიმა 2500 ლარით, აქვე სასამართლომ ჯარიმის თანხის განსაზღვრისას გაითვალისწინა ლალი მაროშკინას მიერ ჩადენილი ქმედების აღიარება.
'პრესა.ჯი' ცდილობდა მოროშკინასთან დაკავშირებას აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა მინისტრის მრჩეველი დღეს ზარებს არ პასუხობს...
0