გოგი ქავთარაძე გათავისუფლებულ თანამშრომელს: იპოვე სამართალი ბელად სააკაშვილთან გოგი ქავთარაძე გათავისუფლებულ თანამშრომელს: იპოვე სამართალი ბელად სააკაშვილთან />


  12:50:03     30-01-2013

გოგი ქავთარაძე გათავისუფლებულ თანამშრომელს: იპოვე სამართალი ბელად სააკაშვილთან

a23284.jpg

“იპოვე სამართალი ბელად სააკაშვილთან“- ამ სიტყვებით გამოუშვა კაბინეტიდან ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნატალია სამთელაძე ზესტაფონის მაჟორიტარმა  დეპუტატმა გოგი ქავთარაძემ.

როგორც სამთელაძემ „პრესა.ჯი“-ს უთხრა, ქავთარაძემ ის სამსახურიდან მხოლოდ იმიტომ გაათავისუფლა, რომ ის წინა მთავრობის პერიოდშიც იკავებდა აღნიშნულ თანამდებობას.

,,ორი დღის წინ გოგი ქავთარაძემ მუნიციპალიტეტის ორი თანამშრომელი თავის კაბინეტში დაგვიბარა და განრისხდა, აქამდე რატომ არ დავწერეთ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება. „ნაციონალების“ გადმონაშთები და ქვეყნის დამანგრეველები გვეძახა. დღეს კი ვიგებ, რომ გუშინ, 22:00 საათზე ჩემი გათავისუფლების შესახებ განცხადება თვითონ ქავთარაძეს დაუწერია“,- აცხადებს ნატალია სამთელაძე.

მისი თქმით, მას შემდეგ რაც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნაზე პარლამენტისა და სახალხო დამცველის საქმის კურსში ჩაყენების შესახებ საუბარი დაიწყო, ქავთარაძემ მიაძახა რომ „სამართალი ბელად სააკაშვილთან“ ეპოვა.

ზესტაფონის გამგეობის ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ ქავთარაძის განკარგულებით, ადმინისტრაციაში არც ერთი წინა ხელისუფლების დროს მომუშავე ადამიანი არ უნდა დარჩეს.

სამთელაძემ დახმარებისთვის პარლამენტსა და სახალხო დამცველს უკვე მიმართა.

‘’პრესა.ჯი’’  გოგი ქავთარაძესაც დაუკავშირდა, რომელმაც  ნატალია სამთელაძის სამსახურიდან გათავისუფლება დაადასტურა. თუმცა, მიზეზებზე საუბარი მოუცლელობის მიზეზით არ ისურვა.

0

ავტორი: