12:25:11     30-01-2013
სკანდალური ფილმის ავტორებს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ეგვიპტის სასამართლომ დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა შვიდ ეგვიპტელ ქრისტიანს, რომლებიც სკანდალური ფილმის „მუსულმანთა უმანკოების“ შექმნაში მონაწილეობდნენ.
სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობის გზით - წერია განაჩენში. სასამართლოს ვერდიქტი უკვე დაადასტურა და დაამოწმა ქვეყნის უმაღლესმა მუფტმა, რის შემდეგაც განაჩენი ძალაში შესულად ითვლება.
„მუსულმანთა უმანკოებამ“ მთელს მსოფლიოში არეულობები გამოიწვია. სწორედ ამ ფილმთან დაკავშირებით მოწყობილი პროპტესტის დროს მოკლეს ლიბიაში აშშ-ის ელჩი. გამოსვლები და აქციები ევროპის ქვეყნებშიც მიმდინარეობდა. შეგახსენებთ, ფილმში ქართველი მსახიობი ანა გიორგობიანი, იგივე ანა გურჯიც მონაწილეობს. 0