12:05:35     30-01-2013
კრიმინალთა სია, რომლებიც „ოცნებამ“ ციხეებიდან გამოუშვა: გამოსულები და გამოსასვლელები

ოსენი არიან კანონიერი ქურდები: ელგუჯა დიღმელაშვილი - გუჯა, რევი დარახველიძე, ბესო პაპიაშვილი, ვლადიმერ ძოწენიძე, გიორგი კარანაძე - იაკიჩი და რევაზ სესკურია - ვეფხო.
გაზეთ „პრაიმ-კრაიმის“ ცნობით კი თებერვალში საპატიმროებს კიდევ 20 კრიმინალური ავტორიტეტი დატოვებს, მათ შორის: პოლიკარპე ჯანელიძე - პატა. თენგიზ ხოფერია, გიორგი ვიბლიანი - ცალთვალა გიგა, რევაზ მორჩილაძე - პიტკინი, ირაკლი ლეჟავა - ლაზარე, მამუკა კვიჟინაძე, გოჩა ლომინეიშვილი, ლაშა ჯანელიძე, ტარიელ ფოცხვერია, მერაბ ჭეიშვილი, გოჩა ჯინჭარაძე - ყურშა და ბიძინა ბაკურიძე.
ამასთან, რუსული გამოცემა „კრიმინალური სამყარო“ წერს, რომ ყველა მათგანი უკვე გაფრთხილებულია, რომ ციხიდან გამოსვლისთანავე საქართველო სამ დღე-ღამეში უნდა დატოვონ, - მიუხედავად იმისა, რომ გაზეთისვე ცნობით, ეს ავტორიტეტები არცთუ ცნობილები არიან, თუმცაღა გარკვეულ პირობებში თავისი „წონის აწევა“ მარტივად შეუძლიათ.
გამოცემა იმასაც წერს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლება პატიმრებს „შერჩევით ათავისუფლებს. კანონიერი ქურდი ლაზარე მილიონერის მკვლელობის გამო იყო დაპატიმრებული, საინტერესოა, შეეხება თუ არა ამნისტია უბრალო პატიმრებს, თუ მხოლოდ ქურდებს გამოუშვებენ?“ - წერს „კრიმინალრი სამყარო“ და იქვე პასუხობს, რომ „საქმე იმაშია, რომ ამჟამინდელი პარლამენტის ერთდროულად რამდენიმე დეპუტატი - კანონიერი ქურდების ყოფილი ადვოკატები არიან და შესაძლოა, სწორედ ამან მოახდინა გავლენა, მაგრამ შესაძლოა, ეს რაღაც უფრო მაღალ დონეზე მიღწეული შეთანხმებებია...“
0