11:54:35     30-01-2013
"საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს
![a23280.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23280.jpg)
ბოლო ერთი თვის განმავლობაში "საქართველოს ბანკის" ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ფილიალი უკვე მეორედ დააყაჩაღეს.
შეიარაღებული თავდასხმა გუშინ, დაახლოებით 21:00 საათისთვის მოხდა. ბანკს ერთი შეიარაღებული პირი დაესხა თავს.
„საქართველოს ბანკის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი სოფო ბალავაძე აცხადებს, რომ უცნობია რა თანხის გატაცება მოახერხა თავდამსხმელმა.
„ჩვენ ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რომ ამ დანაშაულის გახსნას ხელი შევუწყოთ“,- აცხადებს ბანკის პრესცენტრის ხელმძღვანელი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. პოლიცია ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
შეგახსენებთ, რომ 8 იანვარს, დაახლოებით, 16:00 საათზე, სამი შეაიარაღებული პირი შეიჭრა ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ‘’საქართველოს ბანკის’’ ფილიალში. გავრცელდა ინფორმაცია, რომ შს სამინისტრომ მალევე დააკავა ყაჩაღობაში ეჭვმიტანილები, თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა, პოლიციის მიერ დაკავებულ პირებს ბანკის ყაჩაღობასთან კავშირი არ ჰქონდათ. შესაბამისად, აღნიშნული საქმეც კვლავ გაუხსნელი რჩება.
0