რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს დსთ-ში დაბრუნებაზე მოლაპარაკებებს გაასაჯაროებს რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს დსთ-ში დაბრუნებაზე მოლაპარაკებებს გაასაჯაროებს />


  11:36:31     30-01-2013

რუსეთის საგარეო უწყება საქართველოს დსთ-ში დაბრუნებაზე მოლაპარაკებებს გაასაჯაროებს

a23279.jpg

მას შემდეგ, რაც გუშინ რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა მიხეილ ევდოკიმოვმა განაცხადა, რომ საქართველოსთან დსთ-ში დაბრუნებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, კოალიცია ქართული ოცნების მთავრობამ და დეპუტატებმა მოსკოვთან ამ თემაზე კონტაქტი კატეგორიულად უარყვეს.

‘’ნაციონალურმა მოძრაობამ’’ კი მოითხოვა, განმარტოს ჩვენმა მეზობელმა, კონკრეტულად ვისთან აწარმოებს ამ თემაზე დიალოგს.

ოფიციალური თბილისის ამგვარი კომენტარების მიუხედავად, რუსეთის საგარეო უწყებამ დღეს მეორე ინტრიგაც ჩააგდო, როცა დააანონსა, რომ კონკრეტიკაზე კვირის ბოლოს ისაუბრებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია RTVi-მ გაავრცელა.

საქართველოს დსთ-ში შესაძლო გაწევრიანებასთან დაკავშირებით სიუჟეტის ბოლოს ჟურნალისტმა განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო უწყებაში კვირის ბოლოს სპეციალური პრესკონფერენციაა დაგეგმილი, რომლის თემაც იქნება საქართველოსთან მოლაპარაკებები დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებით.

0

ავტორი: