21:20:55     29-01-2013
ძალადობრივი აბორტით 13 წლის გოგონას მშობლებმა დედობის უფლება წაართვეს
მეექვსეკლასელი გოგონა სახლიდან მას შემდეგ წავიდა, რაც მშობლემა აბორტის გაკეთება მოსთხოვეს, რამაც მას, სავარაუდოდ, შვილის ყოლის შანსი საბოლოოდ წაართვა.
მოსკოველი გოგონა ამის შემდეგ შეყვარებულის ოჯახმა შეიფარა, თუმცა შეყვარებულს არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება. მას ანას მშობლებმა უჩივლეს.
ყოველივე ამის გამო, ამ ისტორიას თანამედროვე რომეოსა და ჯულიეტას ამბავი უწოდეს. მითუმეტეს, რომ ვაჟის მშობლემა განაცხადეს, რომ ბავშვის გაზრდაზე უარს არ იტყოდნენ.
13 წლის ანა და 16 წლის ვიაჩესლავი ფეხმძიმობის ფაქტს დიდხანს მალავდნენ, თუმცა როცა ამის აღიარება მოუხდათ, გოგონას მშობლებმა კატეგორიულად მოითხოვეს ფეხმძიმობის შეწყვეტა და გოგონა ექიმთან იძულებით წაიყვანეს. შედეგად, ანამ არა მარტო ბავშვი დაკარგა, არამედ ისეთი დაზიანებები მიიღო, რომ ეყოლება თუ არა შვილი ოდესმე, ამაზე საუბარი, მინიმუმ, 10 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ახლა ვიაჩესლავი ელოდება, როდის გახდება გოგონა 14 წლის, რომ მასზე იქორწინოს და მიუხედავად იმისა, რომ ექიმები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ იძლევიან, შვილის გაჩენა წყვილმა კიდევ ერთხელ სცადოს.
0