18:15:18     29-01-2013
აჭარის შემოსავლების სამსახურის ახლადდანიშნული უფროსი დააკავეს
![a23272.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23272.jpg)
ხადურის მიერ, ორი თვის წინ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აჭარის ბიუროს უფროსად დანიშნული გიორგი ემირიძე შს სამინისტროს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ემირიძემ შპს ,,შავი ზღვის სალოცმანო სამსახურის" დამფუძნებლებისაგან სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ დიდი ოდენობით ქრთამი აიღო.
„გიორგი ემირიძის ავტომანქანის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ქრთამის სახით მიღებული 15 000 ლარი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან თერთმეტ წლამდე“,- აღნიშნულია განცხადებაში.
ამირიძე აჭარის შემოსავლების სამსახურის უფროსის პოსტზე ხადურმა 2012 წლის ნოემბერში წარადგინა.
ხადურმა ემირაძის წარდგენისას განაცხადა, რომ ემირიძე კარგი რეპუტაციით სარგებლობს. მინისტრმა მას მოქნილი საგადასახადო სისტემის შემუშავება დაავალა.
0