სახალხო დამცველი ბოლოდროინდელ გახმაურებულ დაკავებებში არსებულ დარღვევებს გამოაქვეყნებს სახალხო დამცველი ბოლოდროინდელ გახმაურებულ დაკავებებში არსებულ დარღვევებს გამოაქვეყნებს />


  15:50:19     29-01-2013

სახალხო დამცველი ბოლოდროინდელ გახმაურებულ დაკავებებში არსებულ დარღვევებს გამოაქვეყნებს

a23267.jpg

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის თენგიზ გუნავას დაკავება რიგი დარღვევებით მოხდა. ბოლო დროს გახმაურებული დაჭერების სერიის შესახებ ომბუდსმენმა  დღეს ინფორმაცია დიპოლმატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიაწოდა.

‘’პრესა.ჯი’’ სახალხო დამცველს შეხვედრის დასრულების შემდეგ დაუკავშირდა კითხვით: კონკრეტულად რა ტიპის კანონდარღვევები ფიქსირდება მაღალჩინოსანთა დაკავების საქმეში, თუმცა, ნანუაშვილმა კონკრეტულ საქმეებზე საუბარი არ ისურვა და განმარტა, რომ დაახლოებით ერთ კვირაში სახალხო დამცველის აპარატი თავის რეკომენდაციებსა და შენიშვნებს გამოაქვეყნებს.

უჩა ნანუაშვილი: დღეს შემდგარ შეხვედრაზე მე დიპლომატიურ კორპუსს მივაწოდე ბოლოდროინდელი გამხმაურებული დაკავებებისას გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია. ერთ-ერთ მაგალითად შსს-ს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსის, თენგიზ გუნავას დაკავების საქმე დასახელდა. რადგან ამ შემთხვევაში სახეზე გვაქვს რიგი პროცედუტული დარღვევები.  გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება დასკვნები, რომელიც სახალხო დამცველმა მოამზადა და ეხება გუნავას, ახალაიასა და სხვა გახმაურებული დაკავებების საქმეებს.

სახალხო დამცველის განცხადების პარალელურად იუსტიციის მინისტრი  წულუკიანი აცხადებს, რომ თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით, მომავალ კვირას, ახალი დეტალები გახდება ცნობილი.

0

ავტორი: