11:55:11     29-01-2013
ციხეში განხორციელებული ძალადობის გამო ყოფილმა პატიმარმა ჩანგალი გადაყლაპა
![a23261.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23261.jpg)
16-ე სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილმა პატიმარმა ზურაბ შეყილაძემ, როგორც თავად აცხადებს, ციხეში მის მიმართ განხორციელებული ძალადობა გააპროტესტა და ჩანგალი გადაყლაპა.
გუშინ ყოფილი პატიმარი ჟურნალისტებს შეხვდა და ბასრი საგნით მიყენებული სხვა დაზიანებებიც აჩვენა.
ის ახალი ნაოპერაციები იყო, ჩანგლის გადაყლაპვის შემდეგ მას გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა.
ზურაბ შეყილაძე: ეს ჭრილობები მე თვითონ მივიყენე, ჩანგალიც გადავყლაპე. უარი განვაცხადე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობაზე, მივდივარ 16-ე დაწესებულებასთან და ვწვები იქ.
ქირურგი რომელმაც პაციენტს ოპერაცია ჩაუტარა აცხადებს, რომ შეყელაძემ 28 იანვარს თვითნებურად დატოვა საავადმყოფო.
ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, შეყილაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შეესაბამება მძიმე ოპერაციის შემდეგ მიმდინარე პროცესს.
პატიმრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას უარყოფენ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში.
როგორც „პრესა.ჯი“-ს სამინისტროში განუცხადეს, დამატებითი ინფორმაცია პატიმრის შესახებ 2 საათში გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, შეყილაძე ერთადერთი არ არის, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობს.
ციხეებში პატიმრების წამება რომ კვლავ გრძელდება, ამის შესახებს ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წევრმა პაატა შავაძემ არაერთხელ განაცხადა.
0