10:54:06     29-01-2013
„პრესტუპნაია როსია“: ამნისტიის შედეგად ქართულ ციხეებს კანონიერი ქურდები პარტიებად ტოვებენ
![a23259.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23259.jpg)
რუსული გამოცემა „პრესტუპნაია როსია“ თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საქართველოში გამოცხადებული ამნისტიის შედეგად ციხეებს კანონიერი ქურდები „პარტიებად ტოვებენ“.
გამოცემისვე ცნობით, მოსალოდნელია, რომ უახლოეს ხანებში საპატიმროებს კიდევ ათობით ამ სტატუსის მქონე პირი დატოვებს. გაზეთის კონსულტანტების პროგნოზით, საბოლოო ჯამში თავისუფლებაში აღმოჩნდება ორი ათეული კანონიერი ქურდი, ძირითადად ისეთები, რომლებიც ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების ან მისი ანალოგის უკანონოდ შეძენის, შენახვის, ფადატანის, დამზადებისა და გადამუშავების ბრალდებით არიან მსჯავრდებულები.
„პრესტიპნაია როსია“ წერს, რომ ყველა ამ „ბედნიერთა“ სახელი ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა გარკვეულია ის, რომ მათ შორისაა ცნობილი კანონიერი ქურდი ვლადიმერ ძოწენიძე, რომელიც კრიმინალურ წრეებში „ვალერა ქუტაისკის“ სახელითაა განთქმული, ასევე რევი დარახველიძე, მეტსახელად „რევი“. 0