მაღაზიის გამყიდველმა თავდამსხმელი სცემა და ატირა (ვიდეო) მაღაზიის გამყიდველმა თავდამსხმელი სცემა და ატირა (ვიდეო) />


  22:03:57     28-01-2013

მაღაზიის გამყიდველმა თავდამსხმელი სცემა და ატირა (ვიდეო)

a23257.jpg

ნიღბიანი მამაკაცი ბენზინგასამართი სადგურის მაღაზიაში შეიჭრა და ფული მოითხოვა.

20 წლის გამყიდველმა დანით შეიარღებული თავდამსხმელის ბეისბოლის ჯოხით მოგერიება გადაწყვიტა, თუმცა რამდენიმე წამში მოულოდნელი შედეგი მიიღო: ნიღბიანმა ჯერ ტირილი დაიწყო, შემდეგ კი საერთოდაც ჩაეხუტა და სთხოვა, სამართალდამცველებს ნუ დააჭერინებდა მის თავს, რადგან ცოლი და ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავდა.

გამყიდველმა პოლიციის გამოძახება მოასწრო. თავდამსხმელი ადგილზევე დააკავეს. გაირკვა, რომ მას ოჯახი საერთოდ არ ჰყავს და ამ მიზეზით გამყიდველს მხოლოდ თავს აცოდებდა.

0

ავტორი: