რამ აღაშფოთა ივანიშვილის ტრიპოლსკი? რამ აღაშფოთა ივანიშვილის ტრიპოლსკი? />


  15:02:14     28-01-2013

რამ აღაშფოთა ივანიშვილის ტრიპოლსკი?

a23248.jpg

თუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასაბლეა შეშფოთებულია, მე აღშფოთებული ვარ - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ტრიპოლსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტთან საუბარში, რომელიც ამავე არხთან დაკავშირებით ევროსაბჭოს ანგარიშმა გააღიზიანა და თავს უფლება მისცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის მაუწყებელთა ასოციაცია და საერთაშორისო ორგანიზაციები საზოგადოებრივ მაუწყებლის შესახებ მომზადებული ანგარიშისთვის გაეკრიტიკებია.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის მარჯვენა ხელი ღია წერილს ავრცელებს, სადაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მხოლოდ ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ შეხედულებების გათვალისწინებისთვის კიცხავს.

„როგორც მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე და საქართველოს პარლამენტის წევრი, ვგრძნობ ორმაგ პასუხისმგებლობას და არ შემიძლია არ გითხრათ შემდეგი: თუ ჩვენ არ გვსურს გვქონდეს რეალურად არა საზოგადოებრივი, არამედ სახელმწიფო ტელევიზია, საშუალება უნდა მივცეთ როგორც მოქალაქეებს, ასევე მაუწყებლის თანამშრომლებს, გამოთქვან საკუთარი აზრი, როგორ ხედავენ მომავალს. ჩვენი თხოვნაა მოუსმინეთ მათ და არა ‘’მხოლოდ ნაციონალური’’ მოძრაობის ლიდერებს. ჩაერთეთ საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების პროცესში, რათა ქართულმა საზოგადოებამ დაიჯეროს, რომ თქვენი მიზანი დემოკრატიის მხარდაჭერაა და არა - ერთი პოლიტიკური გუნდის, რომლის თავზე მოხვევასაც საქართველოს მოქალაქეებს ვეღარავინ აიძულებს. რეზოლუციების მიღებისას შეხვდით და მოუსმინეთ არა მხოლოდ ერთ მხარეს, არამედ როგორც პოლიტიკურ ძალებს, ასევე ამ სფეროს პროფესიონალებს. ეს თავიდან აგარიდებდათ იმ ფაქტობრივ შეცდომებს რეზოლუციის ტექსტში, რაც ასე უხერხული და სამწუხარო უნდა იყოს ასეთი ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციისათვის", - წერს ირაკლი ტრიპოლსკი.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ  ევროპაში მედიის თავისუფლების შესახებ მიღებულ რეზოლუციაში ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მთავრობამ საზოგადოებრივი მაუწყებელი მის ხელმძღვანელობას მაუწყებელზე თავიანთი პოლიტიკური ორიენტაციის გატარების მიზნით დაატოვებინა.

„შემაშფოთებელია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს შესთავაზა თავის კუთვნილ "მეცხრე არხთან" გაერთიანება, რომლის მფლობელიც მისი მეუღლეა და შეცვალა საქართველოს კანონი "მაუწყებლობის შესახებ“,– აღნიშნულია დოკუმენტში.

გარდა ამისა  „ასამბლეა შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში განხორციელებულ მოულოდნელი ფინანსური შემოწმების გამო, რომელსაც მაღალი თანამდებობის პირებისგან აგრესიული ხასიათის პოლიტიკური განცხადებები მოჰყვა, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი სადავო ცვლილების პარალელურად. ამ ნაბიჯებს წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებები საქართველოს "საზოგადოებრივი მაუწყებლისა" და "მეცხრე არხის" გაერთიანების შესახებ, რომლის მფლობელიც მისი მეუღლეა, ასევე მფლობელების ცვლილებას საქართველოს კერძო მედიაში", - აღნიშნულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, რომელმაც ‘’ოცნების’’ გაღიზიანება გამოიწვია.

0

ავტორი: