17:01:45     26-01-2013
რუსეთის ახალი საომარი მეთოდი - სამიზნე ქვეყნის მოსახლეობის საპროტესტო პოტენციალი
რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსის გენერალ-პოლკოვნიკ ვალერი გერასიმოვის თქმით, სამხედრო მეცნიერების სფეროს წარმომადგენლები ახალი ტიპის შეიარაღებული კონფლიქტებისას ომის წარმოების თეორიას შეიმუშავებენ. ამის მიზეზი კი გერსიმოვის განცხადებით ისაა, რომ ომს უკვე ახალი წესები ექნება.
„გაიზრდება ფართო გამოყენება არასაომარი ზომებისა (ჰუმანიტარულის, ეკონომიკურისა და პოლიტიკურის), ჩართული იქნება ქვეყნის მოსახლეობის საპროტესტო პოტენციალი, გამოყენებულ იქნება დაფარული შეუმჩნეველი საომარი მეთოდები“ - განაცხადა გერსიმოვმა, რომელიც დღეს რუსეთის სამხედრო მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ კრებაში მონაწილეობს. გერსიმოვმა დღეს ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთის შეიარაღებული ძალები მზადაა ფართომასშტაბიანი ომისთვის“.
0