14:58:41     26-01-2013
ყაჩაღობა ფანასკერტელის ქუჩაზე
მორიგი ყაჩაღობა მოხდა გუშინ თბილისში. დაახლოებით 21:00 საათზე შეიარაღებული პირი ფანასკერტელის ქუჩაზე მდებარე სურსათის მაღაზიას დაესხა თავს.
შეიარაღებულმა პირმა მაღაზიის გამყიდველს ნავაჭრი თანხა იარაღის მუქარით გასტაცა.
მაღაზიის თანამშრომლის, მედეა კოპალიანის ინფორმაციით, თავდამსხმელმა მაღაზიიდან 400 ლარამდე წაიღო.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები მუშაობდნენ. საქმეზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. საქმეს ვაკე-საბურთალოს პოლიცია იძიებს.
0