16:56:41     25-01-2013
ივანიშვილის თანაკურსელ დავით დარჩიას პრემიერის ნაჩუქარი მანქანა მოპარეს
![a23218.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23218.jpg)
პარლამენტის მიერ მიღებული ამნისტიის კანონით გათავისუფლებულმა პირებმა ბიძინა ივანიშვილის სტუდენტობის მეგობარს, ივანიშვილის ნაჩუქარი ავტომანქანა მოპარეს. ამ ინფორმაციას ‘’გურიის მოამბე’’ ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის, ცნობილ ოზურგეთელ თანაკურსელს, რომლის მიტანილ ამბავსაც ალასანაიას თანამდებობა შეეწირა, ავტომანქანა ‘’ნივა’’ გუშინ, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მოპარეს.
როგორც „გურიის მოამბეს“ ქართული ოცნების ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა განუცხადეს, ქურდები ოზურგეთელები, პარლამენტიის ამნისტიის შედეგად განთავისუფლებულები აღმოჩნდნენ.
'გავრცელებული ინფორმაციით, დავით დარჩიამ (ბიძინა ივანიშვილის წლების წინ ნაჩუქარი ნივის), მანქანის დასაბრუნებლად ე.წ. „ვაზვრატი“ გააკეთა. ანუ გარკვეული გასამრჯელოს გაღებით, პოლიციაში შეტყობინების სანაცვლოდ მანქანის დაბრუნება.
ეს მეთოდი აპრობირებული და პოპულარული იყო შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, თუმცა ბოლო 10 წელია გურიაში მას ადგილი არ ჰქონია' - წერს ‘’გურიის მოამბე’’.
„ქართული ოცნების“ აქტივისტები, გამოცემებასთან საუბარში აცხადებენ, რომ დარჩიამ მომხდარი პოლიციას იმ მოტივით არ შეატყობინა, რომ მანქანის ქურდები პარლამენტის მიერ ამ დღეებში მიღებული ამნისტიის შედეგად გათავისუფლებული პირები იყვნენ.
0