მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს />


  16:09:52     25-01-2013

მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში ადანაშაულებს

a23217.jpg

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ციხიდან საქართველოს მტერი - ვაჰაგნ ჩახალიანი გაათავისუფლა.

გუშინ გათავისუფლებული სომეხი პატიმარის თემას მიხეილ სააკაშვილი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ  საქართველოს პრემიერმა ჩახალიანი სომხეთის პატრიარქის - გარეკინ მეორის თხოვნით გამოუშვა საპყრობილიდან.

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს პრემიერ მინისტრი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას, გადაწყვეტილებაზე, რომელიც  მან ერთპიროვნულად მიიღო. ეს ძალიან მძიმე პასუხისმგებლობაა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე. ივანიშვილმა მძიმე გადაცდომა დაუშვა, რომელიც მძიმედ შემოუბრუნდება ქართველ ერს უახლოესი კვირეების განმავლობაში.

ქვეყნის პირველმა პირმა განმარტა, რომ მას ერთნიკურად სომეხ ადამიანებთან ძმობა აკავშირებს, თუმცა ჩახალიანი რუსეთის ინტრერესების გამტარებელია.

„ეს კაცი სომხეთის წარმომადგენელი არ არის. რადგან ძალიან კარგად ვიცი, რომ სომხეთის ინტერესებში ჩახალიანის 6 წლით ადრე გათავისუფლება არ შედიოდა. ეს ადამიანი რუსეთის პირდაპირი რეზიდენტია საქართველოში. ის მუშაობდა წლების მანძილზე რუსეთის გრუსთან. მან დაარბია საქართველოს ეპარქია ახალქალაქში. მან დაარბია ქართული უნივერსიტეტი ახალქალაქში, მან დაარბია საქართველოს გამგეობა ახალქალაქში. მან დაარბია ქართული პოლიცია ახალქალაქში. ის ასევე ეწინააღმდეგებოდა ქართული შენაერთების გადაადგილებას ახალქალაქის ტერიტორიაზე და ეწინააღმდეგებოდა რუსული ბაზის გასვლას აღნიშნული ტერიტორიიდან“,- განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს პირველი პირის განმარტებით, პრემიერმა გეორგიანისა და შკრილნიკოვების გამოშვებაზე მძიმე შეცდომა ჩახალიანის გამოშვებით დაუშვა.

მიხეილ სააკაშვილი: საქართველოს ყავს გარე მტრების წარმომადგენლები და ამ მთავრობამ, გაუშვა გერორქიანი, შკრილნიკოვი, მაგრამ ამას კიდევ არაუშავს, მაგრამ ახლა საქართველოს სახელმწიფოებრიობის შიდა მტერი გაუშვეს. ადამიანი, რომელიც საქართველოს დანაწევრებას, სამოქალაქო დაპირისპირებას და არეულობას მოითხოვს.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ჩახალიანის შესახებ დეტალური ინფორმაცია ქონდა როგორც პარლამენტს ისე ამნისტიაზე მომუშავე ჯგუფს, თუმცა, პასუხისმგებლობა მაინც პრემიერ ივანიშვილს ეკისრება.

„ნუ ეცდება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამ ადამიანებს გადააბრალოს რამე, რადგან  ეს იყო მის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესებით არ იყო ნაკარნახები. მომიტევოს მისმა თაყვანისმცემლებმა, მაგრამ გამოვთქვამ ვარაუდს, რომ ეს ნაკარნახები იყო კონკრეტული უცხოური ძალის საამებლად. პრემიერს უნდა ახსოვდეს, რომ ის უცხოურ ძალას არ წარმოადგენს, ის არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს.

საუბრისას პრეზიდენტმა ჯავახეთში მცხოვრებ თანამემამულეებსაც მიმართა სთხოვა არ წამოეგონ პროვოკაციაზე.

მან იმედი გამოთქვა, რომ ჯავახელები არ აყვებიაან არძინბებს, თუნდაც ისინი მთავრობაში დროებით მოსული ძალის ნებართვით მოქმედებდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერი დავოსში ვიზიტისას გაკეთებული განცხადებების გამოც გააკრიტიკა.

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილმა ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას  რუსეთის რიტორიკა ერთი-ერთზე გამეორა.

მიხეილ სააკაშვილი: რუსეთის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე ბიძინა ივანიშვილი ამაყად ყვებოდა, რომ მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს რომ მე-9 ადგილი უკავია, მაშინ როდესაც რუსეთი 139-ე ადგილზეა, ტყუილი და სააკაშვილის მიერ ხელოვნურად მოგონილია. ამას იგი ამბობს ღიმილით და ძალიან ბედნიერია, რომ მსოფლიოს ინვესტორებს შეატყობინა სიმართლე, აცნობა, როგორ მოვატყუეთ მსოფლიო თურმე, რომ საქართველოში კარგია ინვესტიციების ჩადება. თურმე იმას, რომ საქართველოს ეკონომიკა უნდა განვითარდეს, სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას, ხალხს ხელი უნდა გავუმართოთ, რომ ფული უნდა შემოვიდეს, ტურიზმი უნდა განვითარდეს, მშენებლობა უნდა იყოს, ახალი ობიექტები უნდა გაჩნდეს, საფუძველი არ ჰქონია. ქვეყნის მთავრობის ლიდერი უნდა დადიოდეს უცხოეთში და ამას ჰყვებოდეს?! ეს უნდა იყოს გზავნილი მსოფლიო ინვესტორებისადმი, რომ ეს ყველაფერი ბლეფია და დასკვნა უნდა გაკეთდეს, რომ ამ ქვეყანაში ფულის ჩადებას აზრი არ აქვს?! ეს დასკვნა იქნება, ბუნებრივია, როცა ასე ესაუბრები მსოფლიო ინვესტორებს. მე, ალბათ უკვე აღარაფერი მესმის ამქვეყნად. ჩვენი მტრის ინტერესი იყო ეჩვენებინათ, რომ საქართველო არის არასტაბილური ქვეყანა, რომელიც მხოლოდ პიარზე და ტყუილზეა აგებული. ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს იმავეს, რასაც ჩვენი არაკეთილმოსურნე რუსეთი მთელი ეს წლები. ერთი-ერთზე ამბობს იმავეს და თანაც რუსეთის მიერ მოწყობილ ღონისძიებაზე. მინდა, ქართულმა საზოგადოებამ გამოიღვიძოს და ამაზე დასკვნები გააკეთოს. იმის მიუხედავად, რას გეუბნებით მე ან მთავრობა, უკვე დროა, თქვენ, როგორც საზოგადოებამ, გააკეთოთ თქვენი შეფასებები, ვიდრე გვიან არ იქნება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

0

ავტორი: