მალხაზ ველიჯანაშვილი: ფხალაძე დეტალურად ყვება როგორ აწამებდა ბედუკაძე პატიმარს მალხაზ ველიჯანაშვილი: ფხალაძე დეტალურად ყვება როგორ აწამებდა ბედუკაძე პატიმარს />


  15:26:11     25-01-2013

მალხაზ ველიჯანაშვილი: ფხალაძე დეტალურად ყვება როგორ აწამებდა ბედუკაძე პატიმარს

a23216.jpg

ადვოკატი  მალხაზ ველიჯანაშვილი ციხის სკანდალური კადრების ავტორს, ვლადიმერ ბედუკაძეს დანაშაულში ამხელს.

როგორც "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრში"გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა აღნიშნა, ვლადიმერ ბედუკაძე პირადი ინტერესებიდან გამომდინარე აწამებდა პატიმარს.

ველინჯაშვილის ინფორმაციით, ორი პირის, ნუგზარ მაჭარაშვილისა და ლევან ფხალაძის წერილობით  ჩვენებაში ჩანს, რომ ბედუკაძე კადრების სანაცვლოდ თანამდებობას ითხოვდა.

ადვოკატის თქმით, საკუთარ ჩვენებაში ფხალაძე დეტალურად ყვება, თუ როგორ აწამებდა ბედუკაძე პატიმარს პირადი ინტერესებიდან გამომდინარე.

ნუგზარ მაჭარაშვილი კი ყვება, თუ როგორ უთხრა ბედუკაძემ, რომ მისი კადრები 2 მილიონი ღირდა, თუმცა, მას ფული არ სჭირდებოდა და თანამდებობას ითხოვდა.

როგორც ჟურნალისტებს ველინჯაშვილმა განუცხადა, აღნიშნული ჩვენებები პროკურატურას გადაუგზავნა, თუმცა, უწყებიდან არანაირი რეაგირება არ ყოფილა.

ადვოკატი ითხოვს ბედუკაძის დასჯას და მის პასუხისგებაში მიცემას.

‘’პრესა.ჯი’’ აღნიშნული საკითხის გარკვევას პროკურატურაში შეეცადა. კბილაშვილის უწყებაში განმარტეს, რომ ვლადიმერ ბედუკაძისთვის პატიმრობის ღონისძიების არაპატიმროთი შეცვლა არ ნიშნავს, რომ პატიმართა წამების საქმეზე გამოძიება შეწყდა.

„ჩვენ ყველა შემოსულ წერილს ვეცნობით. პატიმრების წამებაზე გამოძიება მიმდინარეობს. ვლადიმერ ბედუკაძის გირაოთი გათავისუფლება არ ნიშნავს იმას, რომ ის უდანაშაულო, ან დამნაშავეა“,- განაცხადა კბილაშვილის უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ხათუნა პაიჭაძემ.

0

ავტორი: