ბიძინა ივანიშვილი: მედვედევს გავუწოდე ხელი... ბიძინა ივანიშვილი: მედვედევს გავუწოდე ხელი... />


  14:40:01     25-01-2013

ბიძინა ივანიშვილი: მედვედევს გავუწოდე ხელი...

a23214.jpg

გუშინ, დავოსში, საქართველოს და რუსეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა რუსულმა მედიამ გაახმაურა, რომელიც მოგვიანებით დაადასტურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც. ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მედვედევისა და ივანიშვილის შეხვედრა რამდენიმე წუთს გაგრძელდა, ისინი გაეცნენ და ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს.

რუსული მედია აქცენტს აკეთებდა, რომ ივანიშვილი თავად მივიდა მედვედევთან, თუმცა შეხვედრის დეტალები არ კონკრეტდებოდა, ვინაიდან მას ჟურნალისტები არ ესწრებოდნენ.

დღეს აღნიშნულ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც გამოეხმაურა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუს კოლეგა დიმიტრი მედვედევთან გასაუბრების დეტალებზე ისაუბრა.

"რამდენიმე წუთიანი არ იყო ეს შეხვედრა - მედვედევს გავუწოდე ხელი, იმანაც იქედან გამომიწოდა, ვუთხარი სასიამოვნოა შეხვედრა-მეთქი, იმანაც მითხრა სასიამოვნოაო. აი, ეს იყო სულ. წესით, გაგრძელება მომავალში უნდა მოჰყვეს" - განაცხადა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და დასძინა -"თუ ურთიერთობის დალაგების პროცესები განვითარდება, რა თქმა უნდა, შეხვედრები კიდევ გველოდება წინ. პირადად მე ამის დიდი იმედი მაქვს, თუმცა, შიდა არავითარი დამატებითი კავშირები რუსეთთან არ მაქვს. უბრალოდ, მე ვაკეთებ კარგ ანალიზს. ვფიქრობ, ჩემი წარმატების ძირითადი მიზეზი არის ის, რომ შემიძლია კარგი ანალიზი გავაკეთო და გავთვალო კონკურენტის პოზიციაც კი. ამ მხრივ, ჩემი გადმოსახედიდან, რუსეთის ინტერესებშიც შედის ის, რომ ურთიერთობები დალაგდეს. ეს სიტუაცაა არ არის სასარგებლო არც ერთი მხარისთვის".

0

ავტორი: