15:18:20     24-01-2013
უმცირესობამ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობაზე შესაძლოა უარი თქვას

"ნაციონალური მოძრაობა" საკონსტიტუციო ცვლილებების საერთო სახალხო განხილვასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.
‘’ნაციონალური მოძრაობის’’ ერთ-ერთი
ლიდერის, გოკა გაბაშვილის თქმით, რეგიონებში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის
დროს
ადგილი
აქვს
"ნაციონალური
მოძრაობის"
წარმომადგენელთა
მიმართ
შეურაცხყოფის
ფაქტებს.
ოზურგეთში
გუშინდელი
განხილვის
დროს
საპარლამენტო
უმცირესობის
წევრს
აზრის
გამოთქმის
საშუალება
არ
მისცეს.
ექსცესების
თანხლებით
მიმდინარეობდა
ცვლილებების
განხილვა
ზუგდიდსა
და
ქუთაისშიც.
დღეს
კი
დეპუტატების
ჯგუფმა
შეხვედრა
გორში
უნდა
გამართოს.
"ნაციონალურ
მოძრაობაში"
აცხადებენ,
რომ
თუ
გორშიც
მსგავს
შემთხვევებს
და
შეურაცხმყოფელ
განცხადებებს
ექნება
ადგილი,
საპარლამენტო
უმცირესობა
საკონსტიტუციო
ცვლილებების
საერთო
სახალხო
განხილვაში
მონაწილეობას
აღარ
მიიღებს
აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ არაერთ წევრს, პოლიციამ დააკავა დამნაშავეები, თუმცა დეპუტატის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის მათ ადმინისტრაციული სახდელი - 100 ლარი აკმარეს, სამაგიროდ, მკაცრად დაისაჯა გუშინ, კასპის საკრებულოს თავმჯდომარის, ‘’ქართული ოცნების’’ წევრ დავით მესროფაშვილის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ვახტანგ პაპაშვილი. ის პოლიციამ გუშინვე, ინციდენტისთანავე დააკავა.
0