წყნეთის გზატკეცილზე ცეცხლმოკიდებულ მანქანაში მძღოლი დაიწვა წყნეთის გზატკეცილზე ცეცხლმოკიდებულ მანქანაში მძღოლი დაიწვა />


  13:19:20     24-01-2013

წყნეთის გზატკეცილზე ცეცხლმოკიდებულ მანქანაში მძღოლი დაიწვა

a23186.jpg

წყნეთის გზატკეცილზე, რესტორან "ჰარალესთან" ავტომანქანაში მამაკაცი დაიწვა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, წყნეთის გზატკეცილზე,  მანქანის ძრავში  ცეცხლი გაჩნდა, რის შედეგადაც ავტომობილი მთლიანად დაიწვა.

"შეტყობინება 09:19 საათზე შემოვიდა, ადგილზე  ორი ჯგუფი გავიდა. გარდაცვლილი მამაკაცის ვინაობა დგინდება“,- აცხადებენ სამსახურში.

მანქანაში ცეცხლის გაჩენის მიზეზს გამოძიება დაადგენს.

გარდა ამისა, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოიძახეს რუსთავი-თბილისის მაგისტრალზეც. სადაც  დღეს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ფონიჭალაში  ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომანქანა - ორი "მერსედესი", "ოპელი" და "ჟიგული" შეეჯახა.

ავტოავარიის შედეგად შვიდი ადამიანია დაშავებული, მათ შორის ორი მძიმე მდგომარეობაშია.

დაშავებულები თბილისისა და რუსთავის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილები.

წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

ადგილზე სამართალდამხცავები ამ დრომდე მუშაობენ.

0

ავტორი: