ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორს თანამდებობა დაატოვებინეს ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორს თანამდებობა დაატოვებინეს />


  10:59:13     24-01-2013

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორს თანამდებობა დაატოვებინეს

a23183.jpg

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის დირექტორი დავით საყვარელიძე თანამდებობიდან გადადგა.

ის ‘’კურიერთან’’ საუბარში ადასტურებს, რომ ხელოვნებისა და ბალეტის განვითარებაზე მასსა და კულტურის სამინისტროს შოროს აზრთა სხვადასხვაობა არსებობს.

არსებული ინფორმაციით, საყვარელიძის განცხადების დაწერა სამინისტროში ურჩიეს და სზვა პოზიციაზე გადასვლა შესთავაზეს. თუმცა, მან აღნიშნული შემოთავაზება არ მიიღო.

ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორმა თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება გვიან ღამით, კულტურის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ მიიღო.

მის შემცველად დირიჟორი გიორგი ჟორდანია სახელდება.

როგორც „პრესა.ჯი“-მ კულტურის სამინისტროში გაარკვია, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარი დღის ბოლომდე გაკეთდება.

თავად საყვარელიძე დამატებით კომენტარს არ აკეთებს.

მთავრობაში აზრთა სხვადასახვაობის გამო სამსახურიდან დათხოვნებმა მასიური ხასიათი მიიღო. რამდენიმე დღის წინ კულტურის მინისტრმა ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ ნიკოლოზ ვაჩეიშვილს თანამდებობა განსხვავებული ხედვის გამო დაატოვებინა.

ამასთან როგორც "პრესა.ჯი"-ს რუსთაველლის თეატრიდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, რობერტ სტურუამ თანამდებობა ზაალ ჩიქობავასაც დაატოვებინა.

იგივე მოხდა საგარეო საქმეთა სამინისტროში. სადაც საგარეო კურსის ცვლილება ნიკოლოზ ვაშაკიძემ გააპროტესტა.

მან თანამდებობიდან წასვლა მთავრობის კურსთან შეუთავსებლობით ახსნა.

0

ავტორი: