პატარა ბიძინა დიდ ბიძინასთან შეხვედრას გეგმავს პატარა ბიძინა დიდ ბიძინასთან შეხვედრას გეგმავს />


  17:41:15     23-01-2013

პატარა ბიძინა დიდ ბიძინასთან შეხვედრას გეგმავს

a23177.jpg

კასპის საკრებულოში დაპირისპირება გრძელდება. დღეს, საკრებულოში სხდომის მიმდინარეობისას სოფელ დოესის მოსახლეობის ნაწილმა საკრებულოს თავმჯდომარისგან პოსტის დატოვება მოითხოვა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.

კასპის საკრებულოს თავმჯდომარეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც მესროფაშვილმა საავადმყოფოს მიაკითხა, ამბულატორული მომსახურების შემდეგ კი ის პოლიციაში მივიდა განცხადების დასაწერად.

დავით მესროფაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა საკრებულოს ერთ-ერთი წევრის, "რესპუბლიკული პარტიის’’ წევრის - ხათუნა თათანაშვილის ახლობელმა მიაყენა. მას უკვე კითხავს პოლიციის რაიონული სამმართველო.

საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი მედიასთან დაადასტურა კასპის გამგებელმა ოლეგ იაძემ, რომელიც თავს პატარა ბიძინად მოიხსენიებს. მისი თქმით პოლიციამ უკვე დააკავა "ქართული ოცნების" წევრი ვახტანგ პაპაშვილი. იაძის განცხადებით, ინციდენტი იმ ჯგუფის მიერ იყო პროვოცირებული, რომელიც მას უპირისპირდება. იაძე ახლო მომავალში პრემიერთან შეხვედრას და სიტუაციის გაცნობას გეგმავს.

0

ავტორი: