სუბარის უწყების მთვრალი თანამშრომლების დებოში რესტორან ‘’ბაბილოსა’’ და სლოტ-კლუბში სუბარის უწყების მთვრალი თანამშრომლების დებოში რესტორან ‘’ბაბილოსა’’ და სლოტ-კლუბში />


  14:35:59     23-01-2013

სუბარის უწყების მთვრალი თანამშრომლების დებოში რესტორან ‘’ბაბილოსა’’ და სლოტ-კლუბში

a23172.jpg

21 იანვარს, სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომელმა რესტორან ‘’ბაბილოში’’ დებოში მოაწყო, ამ ინფორმაციას თავად სამინისტრო ავრცელებს. ასევე ცნობილი ხდება, რომ სუბარის უწყების კიდევ ერთმა თანაშრომელმა, რომელიც ასევე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სლოტ-კლუბში "ევროპა-ბეთში" ხულიგნობა ჩაიდინა.

სუბარის უწყების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს ოპერატიული განყოფილების ინსპექტორი, იუსტიციის ლეიტენანტი ნ.კ. თანმხლებ პირებთან ერთად რესტორან "ბაბილოში" ქეიფობდა, სადაც შელაპარაკება მოუვიდა სუფრის წევრებთან. ინციდენტი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში გადაიზარდა. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ინსპექტორმა იარაღის გამოყენებაც გადაწყვიტა, თუმცა ფატალური შედეგი რესტორანში მყოფი პირების ჩარევით იქნა აცილებული, მათ იარაღმომარჯვებული ინსპექტორის შეჩერება შეძლეს.

რესტორანში ატეხილი დებოშის მონაწილეები სასჯელაღსრულების სამინისტრომ სამსახურიდან გაათავისუფლა. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმებით დადგინდა, რომ 2013 წლის 21 იანვარს, სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს ოპერატიული განყოფილების ინსპექტორი, იუსტიციის ლეიტენანტი ნ.კ. თანმხლებ პირებთან ერთად იმყოფებოდა რესტორან "ბაბილოში", სადაც შელაპარაკება მოუვიდა სუფრის წევრებთან. ინციდენტი გადაიზარდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა ინსპექტორმა საქამრედან ამოიღო სამსახურეობრივი-საშტატო იარაღი და მიმართა ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთი პიროვნებისკენ. თუმცა, იქვე მყოფი პირების ჩარევით მოხერხდა ვითარების განმუხტვა.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამმართველოს ოპერატიული განყოფილების ინსპექტორის, იუსტიციის ლეიტენანტის ნ.კ-ს მიმართ, გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - "სისტემის ორგანოდან დათხოვნა".

კიდევ ერთი თანამშრომელი, რომელიც სამინისტროდან გათავისუფლდა, წვრილმანი ხულიგნობის თანამონაწილეა. სამინისტროს ცნობით, 20 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ე. ჩ. იმყოფებოდა სავაჭრო ცენტრის "თბილისი ცენტრალი" ტერიტორიაზე მდებარე სლოტ-კლუბში "ევროპა-ბეთი", სადაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა კლუბის მომსახურე პერსონალს.

სასჯელაღსრულების სამინისტრომ მიზანშეწონილად მიიჩნია, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #8 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორის, იუსტიციის რიგითის ე.ჩ-ს მიმართ გამოყენებული იქნას კანონით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - "სისტემის ორგანოდან დათხოვნა".

0

ავტორი: