31 წლის მამაკაცმა ნათლისღების დღესასწაულზე ეკლესია გაქურდა 31 წლის მამაკაცმა ნათლისღების დღესასწაულზე ეკლესია გაქურდა />


  11:05:03     23-01-2013

31 წლის მამაკაცმა ნათლისღების დღესასწაულზე ეკლესია გაქურდა

a23161.jpg

წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის გაქურდვაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 31 წლის  ვასილ მ-მ 2013 წლის 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, თეთრიწყაროს რაიონში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიიდან ხატები, ჯვრები, ფსალმუნები და შესაწირი ყუთიდან ფული მოიპარა.

გამომძიებელ ირაკლი სამხარაძის განცხადებით, შსს-ს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თეთრიწყაროს პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ფაქტზე, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული ვასილ მ. დააკავეს.

„დაკავებულმა, 2013 წლის, 19 იანვარს, ნათლისღების დღესასწაულზე, თეთრიწყაროს რაიონში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიიდან ხატები, ჯვრები, ფსალმუნები და შესაწირი ყუთიდან ფული მოიპარა. დანაშაული მან სამწლიანი პირობითი მსჯავრის დროს  ჩაიდინა. პირობითი სასჯელი მას ბინის ქურდობისთვის მიესაჯა“,- განაცხადა გამომძიებელმა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

0

ავტორი: