16:31:57     22-01-2013
დაპირისპირება ოცნებაში და სკანდალში გახვეული კბილაშვილის და

მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ კოალიციის მხარადმჭერებს თანაბრად ვერ აუხდათ კოალიციაში დაპირისპირება გამძაფრდა.
დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის სამ რაიონში ერთმანეთს ოცნების მხარდამჭერები დაერივნენ.
მაგალითად ბაღდათში, რაიონულ ორგანიზაციაში დაპირისპირების პიკია - ერთმანეთს მაია კბილაშვილი (არჩილ კბილაშვილის და) და თინა კელენჯერიძე უპირიპირდებიან.
აქტივისტები თავმჯდომარის კანდიდატურაზე ვერ თანხმდებიან.
სიტუაციის განსამუხტად ადგილზე უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე უკვე ჩავიდა.
საგარეჯოელები კი გამგებლის თანამდებობაზე გიორგი ჭინჭარაულის დანიშვნას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათ არჩევნებში მხარი ‘’ოცნებას’’ დაუჭირეს, თუმცა გამგებელი მათი ნების წინააღმდეგ დანიშნეს. გომბორელები მათი კანდიდატის დანიშვნის მოთხოვნით აქციების გამართვით იმუქრებიან.
არანაკლებ დაძაბული სიტუაციაა რუსთავში, საქალაქო ორგაზაციის თავმდომარის თბილი სკამისთვის ელზა ლეკვეიშვილი და ალექსანდრე ბერიძე დაუპირიპირდნენ ერთმანეთს.
ადგილზე ოცნების მთავარი პოლიტსაბჭოს წარმომადგენლები ჩავიდნენ, რის შემდეგაც ლეკვეიშვილმა კანდიდატურა მოხსნა.
ბაღდათში კი „ქართული ოცნების“ რაიონული ორგანიზაციის დაფუძნებასთან დაკავშირებულ ყრილობაზე მისულ პირებს, შენონობაში შესვლის საშუალება არ მიეცათ.
მანდატები, რომელიც შენობაში მოსახვედრად არის საჭირო, პარტიის კორდინატორებმა ნეიტრალურ პირებს დაურიგეს.
„მთელი თვეების განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ ერთგულად ვემსახურებოდით იმისათვის, რომ მას რაიონში გაემარჯვა. ახლა კი, პარტიის ყრილობაზე, სადაც რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვენელი უნდა აირჩიონ, შესვლის უფლებას არ გვაძლევენ, ეტყობა რაღაც მაქინაციას ჩადიან“,- აცხადებენ ბაღდათელები.
0