მოხუცი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს მოხუცი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს />


  15:15:10     22-01-2013

მოხუცი ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს

a23148.jpg

პოლიციამ ბათუმში მომხდარი მოხუცი ცოლ-ქმრის დაყაჩაღების ფაქტი გახსნა. ყაჩაღობის მსხვერპლი ამჯერად  ლიანა ინაიშვილ და მისი მეუღლე  თეიმურაზ ნაკაშიძე გახდნენ.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, ბათუმის პოლიციის საქალაქო სამმართველოს მე-3 განყოფილებისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის ფაქტზე ორი პიროვნება დააკავეს.

დეტექტივ გამომძიებლის ირაკლი ბოლქვაძის თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2013 წლის 18 იანვარს, საღამოს 19 საათზე,  გოჩა ჯ-მ და მისმა  თანამზრახველმა, რომლის ადგილსამყოფელი ჯერჯერობით დაუდგენელია, ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, 1927 წელს დაბადებული ლიანა ინაიშვილსა და მისი მეუღლის, 1928 წელს დაბადებულ თეიმურაზ ნაკაშიძის  საცხოვრებელ სახლში,  მოტყუებით შეაღწიეს. მათ ბინის ქირაობა მოიმიზეზეს და მოხუც ცოლ-ქმარს  კარის გაღება სთხოვეს. სახლში შესვლის შემდეგ, მუქარისა და ძალის გამოყენებით, ბინის მეპატრონეებს ხელ-ფეხი შეუკრეს და ლიანა ინაიშვილს ოქროს საყურეები მოხსნეს. დამნაშავეებმა, ასევე, მობილური ტელეფონიც გაიტაცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმრის დაყაჩაღებაში მათ მიერ დროებით დაქირავებული ხელოსანი, 1986 წელს დაბადებული ბაჩანა ჯ. მონაწილეობდა.

„ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღესვე, სამართალდამცველებმა ბაჩანა ჯ. და გოჩა ჯ. დააკავეს, ხოლო მესამე დამნაშავის ადგილსამყოფელის დასადგენად და დასაკავებლად,  მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები“,- აღნიშნულია განცხადებაში.

დაკავებულები დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება სსკ-ს 179-ე (ყაჩაღობა) მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით დაიწყო.

0

ავტორი: