აზერბაიჯანი საქართველოს საპასუხო ზომების მიღებით ემუქრება აზერბაიჯანი საქართველოს საპასუხო ზომების მიღებით ემუქრება />


  12:10:59     22-01-2013

აზერბაიჯანი საქართველოს საპასუხო ზომების მიღებით ემუქრება

a23141.jpg

„მთავარი მეოცნების“ არცთუ გასაგები პოზიცია - ამ სათაურით აქვეყნებს აზერბაიჯანელი ავტორი რაუფ ორუჯევი სტატიას, რომელიც საქართველოს პრემიერის განცხადებებს ეხება. ორუჯევი მიიჩნევს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ოფიციალურმა ბაქომ თავისი პოზიციის კორექტირება უნდა მოახდინოს და ეს იმიტომ უნდა გააკეთოს, რომ თავის მხრივ, არც საქართველოს ახალი მთავრობისგან გრძნობს მხარდაჭერას.

საუბარია მაია ფანჯიკიძის განცხადებაზე, როცა მინისტრმა უარყო აზერბაიჯანული მედიით გავრცელებული მისივე განცხადება ყარაბაღის პრობლემის აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით გადაწყვეტის შესახებ. როგორც ცნობილია, ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ მას ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. იგივე გაიმეორა სომხეთში ვიზიტისას ბიძინა ივანიშვილმაც, რომელმაც, როგორც აზერბაიჯანულმა მხარემ ჩათვალა, ამ შემთხვევაში, სომხეთს ასიამოვნა.

აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატმა ფაზილ მუსტაფამ ფანჯიკიძის მიერ ხსენებული განცახდების უარყოფისთანავე განაცხადა, რომ „ასეთი პოზიცია ცხადყოფს - ოფიციალურ თბილისს არ სურს სომხეთის გაღიზიანება, აზერბაიჯანმაც, უარი უნდა თქვას თავის ოფიციალურ პოზიციაზე, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემის მოგვარებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის გათვალისწინებით გულისხმობს...

თბილისის უკანასკნელი განცხადებები უნდა შეფასდეს, როგორც ტრადიციულ საგარეო პოლიტიკურ კურსზე უარის თქმა აზერბაიჯანთან მიმართებაში და ჩვენმა მხარემაც ადექვატური ზომები უნდა მიიღოს“ - განაცხადა დეპუტატმა.

0

ავტორი: