11:16:24     22-01-2013
'დედ ჰასანის მკვლელობა ივანიშვილმა შეუკვეთა' (ვიდეო)
![a23140.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23140.jpg)
კრიმინალური ავტორიტეტის დედ ჰასანის მკვლელობა საქართველოს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შეუკვეთა. ამის შესახებ უკრაინულ ტელეკომპანია ТВі-ს ეთერში ქართველმა პუბლიცისტმა გიგა ლიპარტელიანმა განაცხადა.
„დედ ჰასანი მაშინ მოკლეს, როცა ივანიშვილი საქართველოს პრემიერი გახდა. მას 2010 წელსაც ესროლეს, მაგრამ არ მოუკლავთ. მაშინ ეს გამაფრთხილებელი გასროლა იყო, ახლა კი პირდაპირ თავში ესროლეს. ეს ყველაფერი საქართველოს ახალ მთავრობასთანაა დაკავშირებული“ - განაცხადა ლიპარტელიანმა.
მისი თქმით, ივანიშვილი ცნობილია შეკვეთილი მკვლელობებით და ამის მაგალითად ძმები კვანტრიშვილების მკვლელობა მოიყვანა.
0