22:45:48     21-01-2013
მშობლებმა სათვალთვალო კამერით მოძალადე ძიძა გამოააშკარავეს (ვიდეო)
![a23136.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23136.jpg)
პენზის ოლქში პოლიცია მცირეწლოვან ბავშვზე ძიძის მავნე ზემოქმედების შესახებ ინფორმაციას ამოწმებს. მთავარი ნივთმტკიცება კამერა შპიონით გადაღებული კადრებია.
შოკისმომგვრელი ფაქტები მშობლებმა YouTube-ზე დადეს. ვიდეოკადრების კომენტარებში ნათქვამია, რომ ჩანაწერებში ლარისა ვიკტოროვნა ჟულიცკაია ფიგურირებს.
როგორც ანონიმური რგოლის ავტორები იუწყებიან, ეს ქალი მათ ოჯახში ძიძად მუშაობდა.
``ჩვენ კარგად ვუხდიდით, ვუკეთებდით საჩუქრებს და მის შვილებს, თქვენობით მივმართავდით, ვეხმარებოდით, როგორც შეგვეძლო და ოჯახის წევრად ვთვლიდით. ლარისა ყოველთვის მხიარული იყო, გვიამბობდა, როგორ ატარებს დროს ჩვენს გოგონასთან, როგორ უკითხავს წიგნებს, ცდილობდა დაგვხმარებოდა საშინაო საქმეში, გვიხაროდა, ასეთი ძიძა რომ გვყავდა და მასთან ერთად დიდხანს ცხოვრებას ვგეგმავდით`` - ნათქვამია კომენტარში.
მაგრამ, როდესაც გოგონამ ლაპარაკი ისწავლა, მშობლებს ეუცხოვათ გოგონას აგრესია სათამაშოების მიმართ: ის ყრიდა მათ და სცემდა. მაშინ უფროსებმა გადაწყვიტეს, ბინაში ფარული ვიდეოკამერა დაემონტაჟებინათ.
მალე გაირკვა, რომ ძიძა მთელი დღე დივანზე წევს ტელევიზორთან და ჭამს, პატარა ბავშვი კი სამზარეულოშია ჩაკეტილი და საათობით მარტო თამაშობს. ამასთანავე, ლარისა სცემს მას, უყვირის და ამცირებს უმწეო ბავშვს.
ჩვენ მხოლოდ ერთი პატარა ფრაგმენტი დავდეთ, - ირწმუნებიან ვიდეოს ავტორები. მათი თქმით, ყველაზე საშინელი კადრები, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, რომელიც უკვე მიმდინარეობს, არ შეიძლება გამოქვეყნდეს.
ამ კადრის მიხედვით, ქალი მართლაც უხეშად ეპყრობა ბავშვს, აძალებს სწრაფად შეჭამოს სუპი. თან მოითხოვს, არ გაბედოს თავის აწევა, ტრაპეზის შემდეგ მხეცურად უწევს თავს და უხეშად წმენდს სახეს. ბოლოს კი ხელის კვრით წამოაგდებს გოგონას სკამიდან.
0