10:51:32     21-01-2013
ავტოავარიის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა
![a23109.png](http://presa.ge/img/multimedia/a23109.png)
სამი დაღუპული, 9 კი მძიმედ დაშავებული, ასეთია გუშინ, თბილისი-სენაკის ცენტრალური მაგისტრალის ქარელი-აგარის გზის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგი.
წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით მიმავალი სამარშრუტო ტაქსი გზაზე მოცურდა, სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს შეეჯახა.
ადგილზე დაიღუპა სამარშუტო ტაქსის მძღოლი.
დაშავებულები კატასტროფის ბრიგადებმა ჯერ ქარელის საავადმყოფოში მოათავსეს, შემდგომ კი მძიმე მდგომარეობის გამო თბილისის სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილეს.
დაზარალებულებს შორის ორის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. დანარჩენს კი მოტეხილობები და დაბეჟილობები აღენიშნება.
ავარიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.
0