20:53:53     18-01-2013
შს სამინისტრო ტოტალურ მოსმენებს ადასტურებს
შს სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენები მიმდინარეობს. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, რომელსაც დღეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებოდა, აცხადებს, რომ როგორც ჩანს, შს სამინისტრომ მის მიერ ჩადენილი 'დანაშაული' სატელეფონო საუბრების მოსმენით 'გახსნა'.
შს სამინისტროს მიერ გავრცლებული განცხადებით ირკვევა, რომ სემეკის თავმჯდომარეს ელექტროენერგიის გათიშვას ედავებიან.
'შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი დაკითხვაზე დაიბარეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ გურამ ჩალაგაშვილი, 2013 წლის 12 იანვარს, წყალტუბოს რ-ნის სოფ. ქვიტირში, რესტორან „ამირანიდან" დაუკავშირდა სს ,,ენერგო პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის დირექტორ დავით მურადაშვილს, რომელსაც აღნიშნულ რესტორანში ელექტროენერგიის გათიშვა დაავალა. მურადაშვილი თავის მხრივ, ტექნიკურ მენეჯერ ლევან კუპრავას დაუკავშირდა და ზემდგომის დავალება გადასცა. მორიგე ელექტროტექნიკოსმა, ხელმძღვანელობის დავალებით, რესტორან ,,ამირანისა" და მის მიმდებარედ განთავსებული სხვადასხვა ობიექტების ელექტროენერგიის გამანაწილებელი გამორთო, რის გამოც, ქუთაისში, ასობით ოჯახს და ათამდე კერძო კომპანიას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გურამ ჩალაგაშვილს 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება' - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. როგორც ჩალაგაშვილი განმარტავს, მან რესტორანში ყოფნისას დამწვრის სუნი იგრძნო, ჩათვალა რომ დამწვრის სუნი ელექტროგაყვანილობისგან მოდიოდა და თანამშრომელს დაუკავშირდა, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით ელექტროენერგია გაეთიშათ.
0