ირაკლი ოქრუაშვილს კიდევ ერთი ბრალდება მოეხსნა ირაკლი ოქრუაშვილს კიდევ ერთი ბრალდება მოეხსნა />


  18:22:48     18-01-2013

ირაკლი ოქრუაშვილს კიდევ ერთი ბრალდება მოეხსნა

a23087.jpg

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს კიდევ ერთი ბრალდება მოეხსნა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, დღეს, სასამართლომ ბრალდებულების დავიდ მაიერისა და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყვიტა.

ბრალდების მხარემ ორივე სისხლის სამართლის საქმეზე მოხსნა წარდგენილი ბრალდებები, კერძოდ, ბრალდებულ დავიდ მაიერის მიმართ საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისათვის, ხოლო ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და ხელმძღვანელობისათვის.  

სისხლის სამართლებრივი დევნა ასევე შეწყდა მოცემულ საქმეზე ბრალდებულების: იოსებ გიგუაშვილის, ხვიჩა საბაშვილის, გაბრიელ პავლიაშვილის, ზაზა ბეთლემიძის, მალხაზ კაკაშვილის მიმართ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობისა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარებისათვის, ხოლო გიორგი გაბროშვილისა და თამაზ ბეგიაშვილის მიმართ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობისათვის.
0

ავტორი: