18:14:51     18-01-2013
გურამ ჩალაგაშვილი დაკითხვაზე იმყოფება
![a23086.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23086.jpg)
შს სამინისტროს იმერეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე გურამ ჩალაგაშვილი საათზე მეტია იკითხება.
ამ ეტაპისთვის ჟურნალისტებისთვის უცნობია რა საკითხთან დაკავშირებით აქვს შს სამინისტროს კითხვები ჩალაგაშვილთან.
გავრცელებული ინფორმაციით საქმე ეხება 12 იანვარს, წყალტუბოს რაიონის ერთ-ერთ რესტორანში მომხდარ ინცინდენტს.
‘’პრესა.ჯი’’ სემეკის თავმჯდომარის დაკითხვის დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. თუმცა, გარდა იმისა, რომ ჩალაგაშვილი იკითხება, უწყება სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს.
იმერეთის სამხარეო მთავარ სამმართველოში ჩალაგაშვილი საათნახევრის წინ, ადვოკატთან ერთად გამოცხადდა.
0