12:58:25     18-01-2013
დაკავებულია კრიმინალური ავტორიტეტი „ბაჩუკა“
დომოდედოვოში დააკავეს 50 წლის კრიმინალური ავტორიტეტი ბაჩუკი ფაჩულია, მეტსახელად „ბაჩუკა“, რომელიც სულ რამდენიმე დღეა, რაც ომსკის კოლონიიდან გამოვიდა. ის სასჯელს ნარკოტიკების შენახვის გამო იხდიდა.
ფაჩულიას კოლონიაში ყოფნისას მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მისი საქართველოში ექსტრადირების შესახებ..
ფაჩულიამ საპატიმრო დაწესებულება 12 იანვარს დატოვა და მიგრაციის ფედერალურ სამსახურს ქვეყნიდან უნდა გაეძევებინა, თუმცა ე.წ. კანონიერმა ქურდმა მიმალვა მოახერხა და დომოდედოვოში ჩასვლაც შეძლო.
დაკავებისას ფაჩულიას აღმოუჩინეს უცნობი ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზაზეა გადაგზავნილი.