12:16:21     18-01-2013
სერაფიმე საროველის სახელობის ტაძრის მოძღვარი დაჭრეს
![a23074.jpg](http://presa.ge/img/multimedia/a23074.jpg)
სოფელ სამრეკლოს სერაფიმე საროველის სახელობის ტაძრის მოძღვარის, მამა გაბრიელ ბენიაიძის დაჭრაში ეჭვმიტანილი დააკავეს.
როგორც „პრესა.ჯი“-ს დედოფლისწყაროს პოლიციის სამმართველოში განუცხადეს მომხდარ ფაქტზე სოფელ არხილოსკალოს მკვიდრი, 49 წლის გიორგი დავითური დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილი მოძღვრის თანაკლასელია. ის სასჯელს ადრეც იხდიდა.
ინცინდენტი გუშინ, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში მოხდა, როდესაც მოძღვარი ქუჩაში მოჩხუბარი პირების გაშველებას ცდილობდა.
დაკავებულმა გაბრიელ ბენიაიძეს სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანებები ცივი იარაღის გამოყენებით მიაყენა.
საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მყოფი მამა გაბრიელი კატასტროფის მედიცინის ცენტრის ბრიგადამ დედოფლისწყაროდან თბილისში, ჟვანიას სახელობის კლინიკაში გადაიყვანა.
მას უკვე ჩაუტარდა რამდენიმე საკმაოდ რთული ოპერაცია. მოძღვრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
მამა გაბრიელ ბენიაიძე დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომრის ყოფილი მოადგილის, ნიკო ბენიაიძის ძმაა. 0