მიხეილ სააკაშვილის სამი საკანონმდებლო ინიციატივა მიხეილ სააკაშვილის სამი საკანონმდებლო ინიციატივა />


  18:53:23     17-01-2013

მიხეილ სააკაშვილის სამი საკანონმდებლო ინიციატივა

a23063.jpg

საქართველოს პრეზიდენტი ახალი საკანონმდებლო ინიციატივებით წარსდგა. ქვეყანაში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენების, ეკონომიკური მდგომარეობისა და სხვადასხვა უკანონო ქმედებების გათვალიწინებით სააკაშვილი შემდეგი სამი საკანონმდებლო ინიციატივით წარსდგა.

1. ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და ეკონომიკური ამნისტიის გამოცხადება. რაც პრეზიდენტის განმარტებით ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორებას შეუწყობს ხელს.

2. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის შესახებ კანონპროექტის შემუშავება. პრეზიდენტმა ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ინციდენტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცება აუცილებლობას წარმოადგენს.

3. კანონპროექტი სამხედრო მოსამსახურეების სოციალური გარანტიების შესახებ. რაც სააკაშვილის განცხადებით, დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებისთვის პენსიის მიცემასა და სამხედრო პენსიების გაორმაგებას ითვალისწინებს.

იხილეთ წყარო, გადადით ამ ლინკზე


0

ავტორი: