ხელისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაქვემდებარებისთვის იბრძვის ხელისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაქვემდებარებისთვის იბრძვის />


  16:23:21     17-01-2013

ხელისუფლება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაქვემდებარებისთვის იბრძვის

a23049.jpg

მწვავე დებატებისა და შეურაცხმყოფელი განცხადებების ფონზე მიმდინარეობდა დღეს მაუწყებლის შესახებ კანონში ცლილებების განხილვა განათლების კომიტეტში.

სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების წესისა და ვადების გარდა, პროექტის ავტორები კანონში იმ ცვლილების შეტანასაც ემხრობიან, რომლის საფუძველზეც მაუწყებელში ბორდის პასუხისმგებლობა ფინანსური მიმართულებითაც უნდა გაიზარდოს.

უმცირესობა კი კანონის ცვლილებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს და აცხადებს, რომ ცვლილებებით ხელისუფლება ტელევიზიის დაქვემდებარებას ცდილობს.

მათ ცვლილებების ინიციატორებს ნატო-ს რეკომენდაციებიც შეახსენეს, თუმცა უმრავლესობამ, მას შემდეგ რაც უმცირესობის მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებებით გული იჯერა, პარლამენტმა განათლების კომიტეტზე ცვლილებებს კენჭი უყარა.

აღნიშნულ ცვლილებებს რამდენიმე დღის წინ საზოგადოებრივი მაუწყებელიც გამოეხმაურა. საბჭოს წევრების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში ნათქვამია, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე პოლიტიკური ძალების სრული კონტროლი დამყარდება. მასში ჩადებული მექანიზმები კი ასეთი კონტროლის საშუალებას მისცემს ყველა მორიგი საპარლამენტო არჩევნების შედეგად გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალებს.

სამეურვეო საბჭოს მიაჩნია, რომ პროექტი მიმართულია იმისკენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რეალურად გადაიქცეს სახელმწიფო ტელევიზიად, მაშინ, როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის უმთავრესი ფუნქციაა, იყოს თავისუფალი პოლიტიკური კონიუნქტურისგან და ასრულებდეს თავის ძირითად მიზანს: მიაწოდოს მოსახლეობას დაბალანსებული და მიუკერძოებელი ინფორმაცია, ხელი შეუწყოს თანამედროვე დასავლური ფასეულობების განმტკიცებას და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების აზრის წარმოჩენას.

0

ავტორი: