ქიბარ ხალვაში დააკავეს ქიბარ ხალვაში დააკავეს />


  14:47:12     17-01-2013

ქიბარ ხალვაში დააკავეს

a23046.jpg

როგორც აზერბაიჯანული მედია, აზერბაიჯანის შსს-ზე დაყრდნობით იუწყება, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელზეც კორუფციული გარიგებების გამო ძებნაა გამოცხადებული.

ეს არის  ქიბარ ხალვაში, რომელიც თაღლითობის, მითვისების, ფულის გათეთრების, ყალბი დოკუმენტების გამოყენების, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ფალსიფიკაციისა და სამსახურებრივი გულგრილობის მუხლებით არის ბრალდებული.

აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამ დროისათვის ხალვაშის მიმართ შესაბამისისი იურიდიული პროცედურები ტარდება.

თუმცა საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მათ სასწრაფო წესით გაგზავნეს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ საერთაშორისო ძებნა წითელი ცირკულარით ქიბარ ხალვაშზე მოხსნილი იყო, რის შემდეგაც აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა ის გაათავისუფლეს.

0

ავტორი: