რა კავშირშია დედ ჰასანის მკვლელობასთან ივანიშვილის მთავრობის ამნისტია? რა კავშირშია დედ ჰასანის მკვლელობასთან ივანიშვილის მთავრობის ამნისტია? />


  10:27:51     17-01-2013

რა კავშირშია დედ ჰასანის მკვლელობასთან ივანიშვილის მთავრობის ამნისტია?

a23035.jpg

რუსეთში მსჯელობენ – ვის შეიძლებოდა მოეკლა კრიმინალური სამყაროს მეფედ წოდებული ასლან უსოიანი, იგივე დედ ჰასანი.

სხვადასხვა საინფორმაციო წყაროები სხვადასხვა ვერსიებზე წერენ. სამართალდამცავ უწყებებში კი ასეთი ვერსია აქვთ:

ვიაჩესლავ ივანკოვის, იგივე იაპონჩიკას მკვლელობისა და ტარიელ ონიანის დაპატიმრების შემდეგ უსოიანი ერთპიროვნულ კრიმინალურ ლიდერად იქცა რუსეთში. ამასთან, მისი გავლენა ვრცელდებოდა აფხაზეთშიც, სადაც როგორც რუსული პრესა წერს, უსოიანი და მისი საძმო ზეგავლენას პოლიტიკურ ელიტაზეც კი ახდენდა.

სპეცსამსახურების ანალიტიკოსები კი ვარაუდობენ, რომ ვიდრე უსიოანი თავისი მდგომარეობით ტკბებოდა, ამასობაში ახალი კრიმინალური თაობა გაიზარდა, კერძოდ, აზერბაიჯანული წრეებიდან. ამასთანავე, არ გამორიცხავცენ, რომ მოვლენათა განვითარებას იმპულსი მისცა პროცესებმა, რომელიც საქართველოში ხდება.

დედ ჰასანი, როგორც ცნობილია, ქუთაისის კლანს ეკუთვნოდა. ხოლო ამიერკავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებსა და განსაკუთრებით ფართომასშტაბიან ამნისტიას, რომელიც ქართველმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გაატარა, შეიძლება დაეჩქარებინა წყალქვეშა დინებები კრიმინალურ სამყაროში.

ოპერატიული მუშაკების აზრით, უსოიანის მკვლელობა კრიმინალური გადანაწილების დაწყებას ნიშნავს - წერს როსიისკაია გაზეტა.

0

ავტორი: