‘’კოალიციის აგრესიულ მხარდამჭერებს მითითებებს კახა მიქაია და დავით სორდია აძლევდნენ’’ ‘’კოალიციის აგრესიულ მხარდამჭერებს მითითებებს კახა მიქაია და დავით სორდია აძლევდნენ’’ />


  16:55:51     16-01-2013

‘’კოალიციის აგრესიულ მხარდამჭერებს მითითებებს კახა მიქაია და დავით სორდია აძლევდნენ’’

a23028.jpg

ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრი - ანი წითლიძე „დაიცავი საქართველოს“ წარმომადგენელ კახა მიქაიას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.

როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრმა „პრესა.ჯი“-ს განუცხადა, გუშინ, ზუგდიდში გამართულ საკონსიტიტუციო ცვლილებების კომისიის სხდომის დროს, განსხვავებული აზრის დაფიქსირების გამო ახალგაზრდებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აქციაში მონაწილე კოალიციის აგრესიულ მხარამჭერებს მითითებებს კახა მიქაია და დავით სორდია აძლევდნენ.

ანა წითლიძე: დღეს სპეციალურ ბრიფინგზეც ვთქვი და ახლაც გაგიმეორებთ: ვითხოვთ, შეწყდეს ზეწოლები კახა მიქაიას და მისი ზონდერ ჯგუფების მხრიდან. ზონდერებში ვგულისხმობ საქართველოს ფოსტის, სამეგრელოს რეგიონის უფროსად დანიშნულ დავით სორდიას, მის თანამოაზრე ლალი ანთიასთან ერთად. ეს ადამიანები განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს წიხლებს ურტყამდნენ. ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს მიმართავს თხოვნით, რომ აღკვეთოს ეს სიბინძურე. ამასთან, მომხდარის შესახებ ფაქტებს საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწვდით. თუ მიქაიას ზუგდიდში ბოგინი და განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დევნა არ შეწყდება, მივმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას.

წითლიძე ასევე მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოს, გაეცნოს მათი ფიზიკური შეურაცხყოფის ამსახველ კადრებს და დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინოს მომხდარ ფაქტზე.

ანა წითლიძის თქმით, ლალი ანთიასა და კახა მიქაიას აქციის ორგანიზებაში ეხმარება ყოფილი პარტიზანელი - სლავიკ ბიგვავა.

ანი წითლიძის ინფორმაციით, კახა მიქაია სოფლის რწმუნებულებს სამსახურის დაკარგვით ემუქრება, თუ ისინი ხვალ, გუბერნიის შენობასთან თითო სოფლიდან 50 დან 100 კაცამდე არ მიიყვანენ.

„კახა მიქაიას და ლალი ანთიას თათბირი ჰქონდათ სოფლის რწმუნებულებთან და მისცეს გაფრთხილება, რომ თუკი თითეული მათგანი არ გამოიყვანს 50 ადამიანს, მოუწევთ თანამდებობის დატოვება. მიქაიამ და ანთიამ სოფლის რწმუნებულებს აუკრძალეს ამ თემაზე ჟურნალისტებთან საუბარი, წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრებზე ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

„თქვენი ლოზუნგია ზუგდიდი ახალაიების გარეშე,  ჩვენ ვამბობთ - ზუგდიდი ახალაიების, მიქაიების, ანთიების, გეთიების, სორდიების და თქვენი ზონდერების გარეშე“, – მიმართავს ანა წითლიძემ „დაიცავი საქართველოს“ წევრებს.

ანა წითლიძემ ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება ფეისბუქის საკუთარ გვერდზეც გააკეთა:

‘’ქართული ოცნების ზუგდიდის ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ, დღევანდელი დღით ანახა მთელ საქართველოს რაზე, ვისზე ან რა კადრებზე დგას მთელი ოცნება სამეგრელოში!!! და მე მიხარია თუ თქვენ ამის მეტი არ ხართ და მხოლოდ ესენი ხართ!!! მოვუწოდებ კახა მიქაიას, დათო სორდიას რომელიც განსაკუთრებით იქაჩებოდა ჩემსკენ მხოლოდ იმის გამო, რომ განსხავებული აზრი დავაფიქსირე, იმ 70 წლის მოხუცს, რომელმაც ლამის ხელის გასარტყმელად გაგვიმეტა ახალგაზრდები. მე პირადად ვხედავდი როგორ აძლევდა მითითებებს ბატონი მიქაია, რომელიც მეგობრებში მყავს და ამასაც წაიკითხავს ახლა, პროვოკატორებს შეხვედრაზე ვისთვის უნდა შეეწყევტინებინათ საუბარი ვისთვის უნდა დაეცხოთ. მალაზონიას რომელიც თქვენი ოცნების სახეა ზუგდიდში!!! ან ბოდიშს მოიხდით იმის გამო, რომ დღეს ახალგაზრდებს ხელით შეგვეხეთ, საინიციატივო ჯგუფის ორ წევრს: პირადად მე, ანა წითლიძეს და გოგი ხოჭოლავას!! ან ჩვენ ახალგაზრდები ბოლომდე ვიბრძოლებთ თქვენს წინააღმდეგ!!! ვიბრძოლებთ ისე, როგორი ბრძოლაც არ ახსოვს ზუგდიდს. და საბოლოო ვიტყვით ვინ ვინ არის ამ ქალაქში და რამდენი ზურგი აქვს საუბრის.

თქვენ დააშავეთ დღეს ჩვენთან ზუგდიდის ახალ თაობასთან!!!! ეს ზუგდიდი არც თქვენია: მიქაიასი, არც ანთიასი და არც დათო სორდიასი!! ბრძოლა გინდათ? მიიღებთ. მაგრამ თქვენგან განსხვავებით ჩვენი გზა იქნება მართალი და თქვენგან განსხვავებით უკან მოხედვის და წარსული არ შეგვეშინდება.

0

ავტორი: