ორი შვილის დედამ ქმრის დაკარგვის შიშით ახალდაბადებული შვილი გადააგდო ორი შვილის დედამ ქმრის დაკარგვის შიშით ახალდაბადებული შვილი გადააგდო />


  12:32:06     16-01-2013

ორი შვილის დედამ ქმრის დაკარგვის შიშით ახალდაბადებული შვილი გადააგდო

a23014.jpg

პოლიციამ 24 წლის გოგონას მიაკვლია, რომელმაც 14 იანვარს, ღამით, ახლადაბადებული ჩვილი ქუჩაში დააგდო. მან ბავშვის გადაგდება ოჯახის დანგრევის შიშით ახსნა და განმარტა, რომ ბავშვი საყვარლისგან გააჩინა, რასაც მეუღლეს ვერ გაუმხელდა.

5 და 6 წლის ქალ-ვაჟის დედა, რომელიც კემეროვოს ოლქში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს, ამბობს რომ შესანიშნავი ოჯახი აქვს და ქმართან პრობლემები არასდროს ჰქონია. ორსულობას მას 9 თვე უმალავდა და მუცლის სიდიდეს ავადმყოფობით ხსნიდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ კი მისი გადაგდება გადაწყვიტა.

ქუჩაში დაგდებული პატარა, მანამდე იპოვეს, სანამ ის გაიყინებოდა და სიკვდილს გადაარჩინეს. დედამისს კი პოლიციამ სამედიცინო ცენტრში მიაკვლია.

ახლა მას გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფის განსაცდელში მიტოვებას ედავება, რომელიც ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე იხილება მისთვის დედობის ჩამორთმევის საკითხიც.

0

ავტორი: