17:36:14     15-01-2013
პოლიცის წინ ბექა გოჩიაშვილზე განხორციელებულ ძალადობას აპროტესტებენ

ვაკე-საბურთალოს პოლიციის წინ 16 წლის ბექა გოჩიაშვილისა და მისი ძმის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას აპროტესტებენ. ცნობილმა პიანისტმა გუშინ, ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ეთერში განაცხადა, რომ ის, პოლიციელთა მხრიდან ზეწოლის მსხვერპლი გახდა.
ვირტუიზის განცხადებით, ის და მისი ძმა პოლიციაში, მოწმის სტატუსით დაიბარეს და ბინის ქურდობის ფაქტის აღიარებას სთხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაპატიმრებითა და ათასგვარი სისაძაგლით ემუქრებოდნენ.
პოლიციელთა მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტი დაადასტურა გოჩიაშვილების მამამაც. მან განაცხადა, რომ უდანაშაულო ბავშვები პოლიციელებმა არაადამიანური მეთოდით დაკითხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბექა გოჩიაშვილის ძმას პოლიციელები ხელჯოხით გაუპატიურებით დაემუქრნენ. შს მინისტრი ძალადობის ფაქტს უარყოფს. თუმცა, ღარიბაშვილი გვარწმუნებს, რომ ამ საქმეს გენერალური ინსპექცია შეისწავლის.
მიუხედავად ღარიბაშვილის მორიგი დაპირებისა, საზოგადოების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შს მინისტრს არ აქვს საკმარისი გამბედაობა, რათა პოლიციელთა მხრიდან ჩადენილი დანაშაული აღიაროს. შესაბამისად, ასეულობით ადამიანმა დღეს პოლიციის წინ, ღარიბაშვილის "მილიციონერების" მიერ განხორციელებული ძალადობა გააპროტესტა.
0