თედო ჯაფარიძე მაია ფანჯიკიძის განცხადების გამო სომხეთის გაღიზიანებას არ გამორიცხავს თედო ჯაფარიძე მაია ფანჯიკიძის განცხადების გამო სომხეთის გაღიზიანებას არ გამორიცხავს />


  16:01:57     15-01-2013

თედო ჯაფარიძე მაია ფანჯიკიძის განცხადების გამო სომხეთის გაღიზიანებას არ გამორიცხავს

a22999.jpg

ბიძინა ივანიშვილი თავისი მთავრობის წევრის განცხადების კომენტირებაზე თავს  იკავებს. თუმცა, ვერც სხვა მინისტრებმა შეძლეს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ განცხადებაზე განმარტება მაინც გაეკეთებინათ.

მთავრობის სხდომაზე ივანიშვილმაც და სხვა მინისტრებმაც, ვისაც ჟურნალისტებმა ამ კითხვით მიმართეს, პასუხს თავი აარიდეს და მედიას ურჩიეს, საზღვარგარეთული ვიზიტიდან ფანჯიკიძის ჩამოსვლას დაელოდონ.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ კი დღეს ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება სომხეთისთვის მართლაც იქნება გამაღიზიანებელი.

„თუ მართლაც გაკეთდა ასეთი განცხადება, ის, ცხადია სომხეთში გაღიზიანებას გამოიწევს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ  ქალბატონ მაიას მიერ გაკეთებული განაცხადების არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა“ - მიიჩნევს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დალეგულირება მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ არის შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა.

ამ განცხადების გამო ნაციონალური მოძრაობა მაია ფანჯიკიძეს პარლამენტში იბარებს, პრემიერს კი საგარეო საქმეთა მინისტრის გადაყენების მოთხოვნით მიმართავს. შესაბამისი განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი მინაშვილმა პარლამენტის კანცელარიაში უკვე შეიტანა. 

0

ავტორი: