მიხეილ სააკაშვილი: ეს არის ქუთაისის მკვლელობის გამოცხადებული ქრონიკა მიხეილ სააკაშვილი: ეს არის ქუთაისის მკვლელობის გამოცხადებული ქრონიკა />


  15:59:06     15-01-2013

მიხეილ სააკაშვილი: ეს არის ქუთაისის მკვლელობის გამოცხადებული ქრონიკა

a22998.jpg

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქუთაისში იმყოფებოდა, მან შეხვედრაზე მყოფ სტუდენტებს რამდენიმე კითხვით მიმართა.

მიხეილ სააკაშვილი დაინტერესდა იყო თუ არა დარბაზში სტუდენტი, რომელიც უმაღლეს სასწავლებელში ქრთამის გადახდის შემდეგ მოხვდა.

მიხეილ სააკაშვილი: ბოლოს როდის დაიძინეთ თბილ პალტოში, რომ არ გაყინულიყავით? და ბოლოს რომელ თქვენგანს გახსოვთ გადაცემა ალო, - გიმენთ მერი. როგორც ჩანს, ეს დღე გახსოვთ, რადგან პარასკეობით, როცა ეს გადაცემა გადიოდა, მხოლოდ მაშინ იყო დენი ქუთაისში. და ის კაცი, რომელიც ხშირად დგას ჩემს ფანჯარასთან, პასუხობდა ხალხის კითხვებს, რომ მაშინდელი გაუსაძლისი მდგომარეობა მისი ბრალი არ იყო. დღეს სიტუაცია შეიცვალა და მოდაშია „ნაციონალური მოძრაობისა“  და ჩემი ლანძღვა. მაგრამ ის, რომ დღეს არის დენი, არ გართმევენ ქრთამს, არ არიან ქურდები, ის, რომ თქვენ 2-3 ლარს არ გძალავენ, ქართული ოჯახების 80%-ის ერთადერთი საჭმელი არ არის კარტოფილი და პური. ეს ყველაფერი გავაკეთე მე და „ნაციონალურმა მოძრაობამ. ეს არის სიმართლე და არა ვირტუალური საქართველო.

პრეზიდენტის თქმით, 9 წლის წინანდელი პრობლემების უკან მდგომი ადამიანები დღესაც ცოცხლები არიან და მათი ძირითადი ნაწილი კაბინეტებში დაბრუნდა.

ქვეყნის პირველმა პირმა სტუდენტებთან შეხვედრაზე ქუთაისში, პარლამენტის არსებობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების იდეა ქუთაისის მკვლელობისა და ჩამკვდარ ქალაქად ქცევის გამოცხადებული ქრონიკაა.

"თუ პარლამენტი არ იქნება ქუთაისში, არ იქნება უამრავი ტურისტული ობიექტი და ათიათასობით სამუშაო ადგილი – ქუთაისის აეროპორტი ვერ განვითარდება, რომელიც გვსურდა, რომ არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ევროპის უდიდესი აეროპორტი ყოფილიყო.

ისინი ამბობენ, „ჩვენ ვბრუნდებით სახლში“. საქართველოს მმართველების სახლი მხოლოდ თბილისის ერთი კვარტალი შეიძლება იყოს, ქუთაისში რა ხალხი არ ცხოვრობს, არ შეუძლიათ თქვენთან იყვნენ ახლოს?“

თუ პარლამენტი არ იქნება ქუთაისში, ქუთაისი იქნება მკვდარი ქალაქი. მკვდარი ქუთაისი კი ნიშნავს ჩამკვდარ დასავლეთ საქართველოს. ცოცხალი ქუთაისი კი აცოცხლებს დასავლეთ საქართველოს. პარლამენტის ქუთაისიდან გადატანის იდეა ესაა ქუთაისის მკვლელობის და ჩამკვდარ ქალაქად ქცევის გამოცხადებული ქრონიკა“,- აღნიშნა სააკაშვილმა და იქვე დასძინა, რომ წინასაარჩევნოდ მას ქუთაისელების დიდმა ნაწილმა არ დაუჯერა. 

„დასანანია, რომ ქუთაისელებმა არ დამიჯერეს, ეგონათ, რომ ჩვენც წინა მთავრობასავით მხოლოდ დაპირებებს ვიძლეოდით. ჩვენ ქუთაისთან დაკავშირებით გრანდიოზული გეგმები გვქონდა“,- განმარტა მიხეილ სააკაშვილმა.

0

ავტორი: