ფანჯიკიძის პოლიტიკური კრახი ფანჯიკიძის პოლიტიკური კრახი />


  12:15:02     15-01-2013

ფანჯიკიძის პოლიტიკური კრახი

a22989.jpg

ჩამოვა ფანჯიკიძე და თავად გააკეთებს განცხადებას, - ამ კომენტარით შემოიფარგლა პრემიერ-მინისტრი მისი მთავრობის წევრის სკანდალურ განცხადებაზე, რომელიც ორი დღეა განხილვის საგნადაა ქცეული.

აზერბაიჯანული საინფორმაციო საშუალების ინფორმაციით, ლიტვაში ვიზიტისას, აზერბაიჯანის ელჩის მიერ მთიანი ყარაბაღის თემაზე დასმული კითხვის პასუხად ფანჯიკიძემ აღნიშნა, რომ ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირება მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდაა შესაძლებელი.

ეს განცხადება სომხურ პრესაში მწავავე გამოხმაურების მიზეზი გახდა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გადადგომას ითხოვს საპარლამენტო უმცირესობა. დეპუტატი აკაკი მინაშვილი აღნიშნავს, რომ მაია ფანჯიკიძე არაპროფესიონალი დიპლომატია და ის პრობლემებს უქმნის საქართველოს, თავისი არაკორექტული განცხადებებით.

რა რეაგირებას მოახდენს პრემიერი, სომხეთში ვიზიტამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ ამ სკანდალურ განცხადებაზე, რომელმაც შესაძლოა ნეგატიური გავლენა იქონიოს მეზობელთან ურთიერთობაში, ჯერჯერობით უცნობია. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფანჯიკიძე შესაძლოა ირაკლი მენაღარიშვილმა ჩაანაცვლოს.


0

ავტორი: