ჟანდარმერიამ რუსულ მაფიასთან კავშირში ეჭვმიტანილი 21 ქართველი დააკავა ჟანდარმერიამ რუსულ მაფიასთან კავშირში ეჭვმიტანილი 21 ქართველი დააკავა />


  11:19:38     15-01-2013

ჟანდარმერიამ რუსულ მაფიასთან კავშირში ეჭვმიტანილი 21 ქართველი დააკავა

a22985.jpg

ფრანგულმა ჟანდარმერიამ  რუსულ მაფიასთან კავშირში ეჭვმიტანილი 21 ქართველი დააკავა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დანაშაულებრივ ჯგუფს ბრალად ედება ათასობით საბანკო ბარათის მოპარვა, რომლის მეშვეობითაც ტყდებოდა დაზარალებულთა საბანკო ანგარიშები.

საქართველოს საკონსულოს ქართველების დაკავების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ მიუღია.

გოჩა ჯავახიშვილის თქმით, საკონსულომ   მონაცემების გადამოწმება დაიწყო.

"ქართველებს, საფრანგეთში ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვთ, მათ აქ მაფიოზებთან შეკრულ ადამიანებად იცნობენ. საკონსულო და საელჩო ყველაფერს გააკეთებს საქართველოს მოქალაქეების დასაცავად და დასახმარებლად" - განაცხადა საქართველოს კონსულმა.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს აქვთ ქართული გვარები, თუმცა უმეტესი მათგანი არ არის საქართველოს მოქალაქე.

0

ავტორი: