შსს-ს თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა შსს-ს თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა />


  16:44:37     14-01-2013

შსს-ს თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა

a22975.jpg

შს სამინისტროს თანამშრომელმა, კარინა გრიგორიანმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა. ამის მიზეზი ახალი ხელისუფლების მიერ რუსეთის აგენტობისთვის გასამართლებული პირების პოლიტპატიმრებად შერაცხვა და ციხიდან გათავისუფლება გახდა.

პოლიციელმა სპეციალური განცხადება შს სამინისტროს შენობის წინ გააკეთა და პატაკი ოფიციალურად დაწერა. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებამ დაუშვა მძიმე და გამოუსწორებელი შეცდომა, როცა ციხიდან გაათავისუფლა რუსეთის აგენტები.

"ანალოგიურად ფიქრობს სამინისტროს ბევრი თანამშრომელი. თუმცა, ისინი ღია პროტესტს ერიდებიან, რადგან მათ უკან ოჯახები დგას. "ენვერის" საქმეში პირადად ვმონაწილეობდი და ვიცი, ვინ იყვნენ ისინი, ვინც მაშინ დააკავეს. ისინი იყვნენ რუსეთის ჯაშუშები. 

არ მსურს ვიყო იმ ხელისუფლების მიერ მართული პოლიციის თანამშრომელი, რომელიც რუსეთის აგენტებს პოლიტპატიმრებად რაცხავს და ციხიდან ათავისუფლებს. ამიტომ, პროტესტის ნიშნად ვტოვებ შს სამინისტროს", - განაცხადა პოლიციელმა კარინა გრიგორიანმა. 

რუსეთის ჯაშუშობისთვის გასამართლებული პატიმრები გუშინ გაათავისუფლეს. მათ შორის არიან:

1. იური შკრილნიკოვი - რუსეთის მოქალაქე. მისჯილი აქვს 14 წელი შპიონაჟიშთვის. ახდენდა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო დაზვერვის - გრუ-ს- ქსელის კოორდინაციას;

2. არმენ გევორქიანი - რუსეთის მოქალაქე. მისჯილი აქვს 11 წელი. გრუ-ს აწვდიდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებთან თანამშრომლობის შესახებ საიდუმლო ინფორმაციას;

3. რუსლან გალოგრე - საქართველოს მოქალაქე, მისჯილი აქვს 14 წელი. გრუ-ს დავალებით ახორციელებდა საქართველოს სხვადასხვა მოქალაქის თვალთვალს საქართველოსვე ტერიტორიაზე;

4. რუბენ შიკოიანი - რუსეთის მოქალაქე, მისჯილი აქვს 11 წელი. გრუ-ს აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საიდუმლო კონტრაქტების შესახებ.

5. ედუარდ აბდულაევი - საქართველოს მოქალაქე. გრუ-ს აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს შეიარაღებული ძალების საკომუნიკაციო საშუალებების შესახებ.

0

ავტორი: